ლევან დავითაშვილი: „როდესაც მოსავლის სრულად დაბინავების რესურსი არსებობს ქვეყანაში, აქციების მოწყობა უპასუხისმგებლობაა“

ლევან დავითაშვილი: „როდესაც მოსავლის სრულად დაბინავების რესურსი არსებობს ქვეყანაში, აქციების მოწყობა უპასუხისმგებლობაა“

access_time2020-09-16 17:00:04

„იმ დროს, როდესაც მოსავლის სრულად დაბინავების რესურსი არსებობს ქვეყანაში, მოსახლეობის გამოყვანა და აქციების მოწყობა, რაც მათი ბელადის საკმაოდ უცნაურ ვიდეოკლიპს ეხმიანება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმას, რომ ეს პოლიტიკური მოძრაობა არის უპასუხისმგებლო და მათთვის მოსახლეობის ინტერესები არაფერს არ წარმოადგენს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„მოკლე მიმოხილვა მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ გაიხსენოთ, თუ რა მდგომარეობა იყო მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში 2012 წლამდე და რა პარამეტრებია დღეს. ეს არის პასუხი იმ არასწორ ინფორმაციაზე, რომელიც ვრცელდება და რომლის პროპაგანდასაც დღეს ვხედავთ. ეს ეხება კონკრეტულად ინდუსტრიულად გადამუშავებული ყურძნის რაოდენობას.



დღეისათვის, საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი, მინიმუმ 1.5 ლარია, კონკრეტულ ზონებში ოდნავ მეტიც და ამ შემთხვევაში, სპეკულირება, რომ უფრო მეტი ფასი უნდა იყოს წარმოუდგენელია. ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ რა ჯდება მოსავლის მიღება და ამ პერიოდში, როდესაც ეკონომიკის ყველა დარგს პრობლემები აქვს და ყველა სოციალურ ფენას უჭირს, ჩვენ გარანტირებულად გვაქვს საკმაოდ მაღალი რენტაბელობით ყურძნის რეალიზების საშუალება.




2012 წელს, საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა იყო, სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობით, დაშინების მექანიზმით, მსხვილ მევენახე ფერმერებს, 10 ჰექტარზე მეტი ფართობის მქონე მევენახეებს, არ ჰქონოდათ ყურძნის ჩაბარების საშუალება. მათ, ე.წ. „ფაშისტებს“ ეძახდნენ და მათთვის ყურძნის ჩაბარება დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ამის ფონზე, გვესმის რიტორიკა, რომ დღეს, სახელმწიფო არ ზრუნავს ფერმერებზე, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მათ აქვთ გეგმა და ისინი მევენახეებს დამატებით მისცემენ თანხას. ეს არის პირდაპირი სპეკულაცია, მოსყიდვის ისეთი მცდელობა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ბევრჯერ აქვს მოსმენილი და რა თქმა უნდა, არ სჯერათ.
2012 წელს, მთელ საქართველოში, 60 000 ტონაზე ნაკლები ყურძენი გადამუშავდა. წელს საქართველოში, მხოლოდ საფერავის მოსავალი დაახლოებით 100 ათას ტონამდეა. ამავე დროს, როდესაც საუბარია თუ რა გაკეთდა ღვინის სექტორში, მარტივად ვიტყვი, რომ ადრე, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 24 მილიონი ბოთლი, საიდანაც 50% გადიოდა მხოლოდ უკრაინაში. ეს იყო ჩვენი გაყიდვების გეოგრაფია. დღეისათვის, კი 100 მლნ ბოთლამდე ქართული ღვინო იყიდება მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში და ეს არის შედეგი, რომელიც თანმიმდევრული პოლიტიკით არის მიღწეული.



ჩვენი პოლიტიკით, სახელმწიფო გამოდიოდა სუბსიდირების რეჟიმიდან. 2 წლის წინ, ჩვენ ჩავატარეთ რთველი, როდესაც მოსახლეობამ, სახელმწიფოს ჩარევისა და სუბსიდირების გარეშე, 300 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.



წელს, საქართველოს მთავრობამ, კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, უპრეცედენტო დახმარების პაკეტი გამოყო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის სექტორისთვის. ამ დროს, ჩვენ ვნახეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიის აქცია, რომელიც იყო აბსოლუტური სპეკულირება. უნდა ითქვას, რომ მარტივია რაღაცეების დაპირება, რთულია, საქმის სწორად კეთება, განსაკუთრებით უპასუხისმგებლობა კი ცრუ დაპირებებია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up