პოპულისტური და დილეტანტურია გარკვეული ოპოზიციური ძალების განცხადებები, ისინი ჩვენი ფერმერების გრძნობებით მანიპულირებენ. მათ არ აქვთ პროფესიონალური ცოდნა დასკვნების გასაკეთებლად, - ასე გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილის ოპოზიციონერთა იმ ნაწილის განცხადებებს, რომელთა მტკიცებითაც, ქვეყანა ხორბლის დეფიციტის საფრთხის წინაშე დგას.
„მკაფიოდ უნდა ითქვას, რაც ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია; გვაქვს სრული პასუხისმგებლობა აღებული იმაზე, რომ ქვეყნის ხორბლით უზრუნველყოფა არ შეფერხდეს. საქართველოში პურის ფასი შენარჩუნებულია, ხორბლის მარაგების შესახებ ამ ქვეყანაში კითხვის ნიშანიც არ დასმულა“ - განაცხადა მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
imedinews.ge