ლევან დავითაშვილი - მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ისტორიული რეფორმაა და საკანონმდებლო პაკეტს უახლოეს მთავრობის სხდომაზე გავიტანთ

ლევან დავითაშვილი - მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ისტორიული რეფორმაა და საკანონმდებლო პაკეტს უახლოეს მთავრობის სხდომაზე გავიტანთ

access_time2020-05-14 19:06:49

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თვალსაზრისით, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, საკანონმდებლო პაკეტს უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარადგენენ.


მისივე თქმით, რეფორმას ასევე არანაკლები მნიშვნელობა აქვს ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკის თვალსაზრისითაც.



„როცა ვსაუბრობთ მწვანე და მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე, ის თავის თავში მოიცავს ცირკულარული ეკონომიკის ელემენტებს და მისი სტიმულირების ყველაზე მსხვილი პაკეტია წარმოების გაფართოებული ვალდებულების შემოღება, ანუ, ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანამ აირჩია, საკანონმდებლო დონეზე მიიღო გადაწყვეტილებები და ახლა კანონქვემდებარე აქტებზე მიდგა ჯერი. შეთანხმების პროცესი, ფაქტობრივად, დასრულებულია. საკანონმდებლო ინიციატივებს წინ უსწრებდა ინტენსიური მოლაპარაკებები ბიზნესთან. გათვალისწინებულია ბიზნესის წარმომადგენლების მოსაზრებები. ეს რთული და მე ვიტყოდი, ისტორიული რეფორმა, ძალიან ახლოს არის განხორციელებასთან. იცით, რომ მთავრობა უკვე დაუბრუნდა ჩვეულ სამუშაო რეჟიმს და პაკეტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე გამოვიტანთ. ის უკვე შეთანხმებულია სამინისტროებთან. ძირითადი მიმართულებები უკავშირდება 4 პროდუქტს. ჩვენ უახლეს მომავალში გვექნება მიღებული მთავრობის დადგენილება.


რაც შეეხება მასალებს, რომლებიც ყველაზე უფრო სპეციფიკური და რთული საკითხია, ამაზე დასრულდება კონსულტაცია, მათ შორის, მუნიციპალიტეტებთან, რადგან მათი როლის დაბალანსება არის გასათვალისწინებელი. იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა უკავშირდება ე.წ. სადეპოზიტო სისტემას; თანამედროვე სისტემას, რომელიც ყველაზე წარმატებულია ევროპის ქვეყნებში და მთელ მსოფლიოში და გულისხმობს კონკრეტულად მწარმოებლების მხრიდან ამა თუ იმ პლასტიკის შესაფუთი მასალის ჩაბარების ვალდებულებას. ეს ბოთლებს ეხება, მაგრამ ზოგადად, შესაფუთი მასალები ძალიან დიდ ნარჩენებს წარმოქმნის და დიდ სანედლეულო წყაროს წარმოადგენს ზოგადად ბიზნესისთვის და გადამუშავებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან არის დიდი ინტერესი. პანდემიის გამო გეგმებმა ცოტა გადაიწია, თუმცა დღის წესრიგში რჩება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up