ლევან დავითაშვილი: „მუნიციპალიტეტები მცირე მაღაზიების ოპერირებისა და ფერმერების გადაადგილებისათვის გასცემენ საშვებს“

ლევან დავითაშვილი: „მუნიციპალიტეტები მცირე მაღაზიების ოპერირებისა და ფერმერების გადაადგილებისათვის გასცემენ საშვებს“

access_time2020-04-23 16:00:06

„მთავრობის მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯების და ჩვენი ეპიდემიოლოგების, ექიმების დაუღალავი შრომის შედეგად, საქართველოში გვაქვს კორონავირუსით გამოწვეული მინიმალური ფატალური და მცირე რაოდენობით დაინფიცირების შემთხვევები. საკოორდინაციო საბჭომ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მიიღო კონკრეტული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. თითოეული შეზღუდვა, რა თქმა უნდა, გულისხმობს დამატებით დისკომფორტებს ჩვენი მოსახლეობისთვის, ეს უკავშირდება უბრალოდ საყოფაცხოვრებო თუ სამეურნეო საქმიანობას. სატრანსპორტი გადაადგილებების შეზღუდვამ და შეზღუდვის გაგრძელებამ, ვიცით, რომ ჩვენ მოსახლეობას დამატებითი დისკომფორტი შეუქმნა. მერწმუნეთ, რომ მობილობის შეზღუდვა იყო აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვქონოდა და არა კატასტროფა, რომელიც გარდაუვალი იყო შეზღუდვების დაწესების გარეშე. ჩვენთვის უპირველესია ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ინტერესები, მაგრამ გვიწევს გარკვეული კომპრომისზე წასვლა.


ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რასაც ხაზი უნდა გავუსვათ, არის ის, რომ შედეგებს მივაღწიეთ საზოგადოების მხრიდან სოლიდარობით, მათ შორის, ფერმერების მხრიდან სოლიდარობით, რომლებიც ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული კატეგორია, ისინი ჩემი სფეროს წარმომადგენლები, ჩემი კოლეგები, მეგობრები არიან; მე თავად ამ სფეროს წარმომადგენელი დიდი ხანია ვარ. ჩვენმა ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ახლა არ არის მათთვის ყველაზე კომფორტული პერიოდი; ბევრი სირთულე შეიძლება იყოს მათ საქმიანობაში; გამოსავალი არის თანამშრომლობაში და მეტ კომუნიკაციაში. გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენ ფერმერებისთვის მივიღეთ, გვაძლევს საშუალებას, რომ მათ საგაზაფხულო სამუშაოები, გარკვეული დაბრკოლებებით, თუმცა შეფერხების გარეშე ჩაატარონ. შესაბამისი მუნიციპალიტეტები ფერმერებისთვის გასცემენ საშვებს გადაადგილებისთვის, ასევე მცირე მაღაზიების ოპერირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ უკვე განცხადდა ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, ჩვენ სატელეფონო შეტყობინებას ვუგზავნით ყველა ფერმერს საავტომობილო გადაადგილებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფეხით გადაადგილებას ახლომდებარე საკარმიდამო, თუ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში, მოგეხსენებათ, რომ შეზღუდული არ არის.


კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ თითოეული გადაწყევტილება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ არის რთული, მაგრამ საჭიროებიდან გამომდინარე. ხშირ შემთხვევაში, გადაწყვეტილებები მიიღება მყისიერად, ძალიან სწრაფად და იწვევს გარკვეულ შეფერხებებს კომუნიკაციაში. ცხელ ხაზზე მომართვიანობა რამდენიმე 100 000 ზარია და ამის გამკლავებაც ძალიან დიდ რესურს საჭიროებს; თუმცა, ერთ-ორ დღეში სიტუაცია სტაბილური ხდება. ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ მოქალაქეებს, რომლებიც გაგებით ეკიდებიან გადაწყვეტილებებს, რომელსაც მთავრობა აუცილებლობის გამო იღებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up