ლევან დავითაშვილი: „მნიშვნელოვანია, რომ თითქმის 11ათასი ჰექტარი მიწა დამატებით ჩაერთვება აქტიურ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში“

ლევან დავითაშვილი: „მნიშვნელოვანია, რომ თითქმის 11ათასი ჰექტარი მიწა დამატებით ჩაერთვება აქტიურ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში“

access_time2021-04-08 17:30:00

„მნიშვნელოვანია, რომ თითქმის 11ათასი ჰექტარი მიწა დამატებით ჩაერთვება აქტიურ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის რესურსებზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„დარწმუნებული ვარ, მიწის საკუთრებაში გამარტივებულად გადასვლა ფერმერებისთვის და ინვესტორებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას კიდევ უფრო გააქტიურებს. როცა მიწა საკუთრებაშია, უფრო თამადად ხდება მისი გამოყენება, როგორც უზრუნველყოფის საშუალება საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ბანკებთან ურთიერთობისთვის, სახელმწიფო პროგრამებში ჩასართავად. ცვლილება სტიმულია ინტენსიური თანამედროვე მეურნეობების განვითარებისთვის. თითქმის 11 ათასი ჰექტარი მიწა დამატებით ჩაერთვება აქტიურ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. ჩვენი პოლიტიკა უკავშირდება არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ინტენსიურად გამოყენებას და სახელმწიფო მფლობელობაში არსებული მიწების პრივატიზების პროცესის დაჩქარებას და გააქტიურებას. მთავარი აქტივი, რაც არის სასოფლო-სამეურნეო მიწა, უნდა იყოს კერძო მფლობელობაში, იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკა უფრო სწრაფად განვახორციელოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება. თუ აქამდე გამოსყიდვის უფლება დაშვებული იყო მხოლოდ იჯარით გაცემულ, „სახნავი“ კატეგორიის მიწებზე, ამას ემატება „სათიბი“ კატეგორიაც.







LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up