ლევან დავითაშვილი: „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები არსებულ სიტუაციაში უნდა იყვნენ მაქსიმალურად პასუხისმგებლიანი. ვითარება არ უნდა იყოს გამოყენებული და არ უნდა მოხდეს ფასების სპეკულაციური ზრდა”

ლევან დავითაშვილი: „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები არსებულ სიტუაციაში უნდა იყვნენ მაქსიმალურად პასუხისმგებლიანი. ვითარება არ უნდა იყოს გამოყენებული და არ უნდა მოხდეს ფასების სპეკულაციური ზრდა”

access_time2020-03-18 17:32:10

პრემიერ-მინისტრთან გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებს სურსათით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე ინფორმაცია მიაწოდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენი სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშობს და კოორდინაციას ახორციელებს სურსათის მომწოდებელ ყველა რგოლთან, რათა ქვეყანაში სურსათით უზრუნველყოფის კუთხით პრობლემა არ შეიქმნას. ჩვენ ძირითად სასურსათო, ასევე პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ვახორციელებთ სრულ მონიტორინგს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სურსათის დეფიციტის საშიშროება არ არსებობს და ამის შესახებ მოსახლეობას მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას, ხშირად მაინც ფიქსირდება პანიკურად გაზრდილი მოთხოვნა და უკონტროლო შესყიდვები, რაც სუპერმარკეტებში და საცალო ობიექტებში ზოგიერთი სახეობის ასაწონი ბურღულეულის მიწოდებაზე გარკვეული შეფერხების მიზეზი ხდება.



ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ქვეყანაში მარაგები კონტროლდება, პანიკის საფუძველი არ გვაქვს; მოსახლეობას ნამდვილად შეუძლია მშვიდად იყოს.



გარდა ამისა, მინდა გაცნობოთ, რომ პროდუქციის იმპორტი ხორციელდება. გვაქვს მცირე შეფერხება კლიმატური პირობების გამო - ერთი მხრივ, ფოთში შემოსული გემებიდან პროდუქციის ჩამოტვირთვა გართულებულია, მეორე მხრივ, დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში დამაკავშირებელ მარშუტებზე არის გარკვეული სირთულეები. ამ ეტაპზე ლარსზე დაახლოებით ათასზე მეტი სურსათით დატვირთული მანქანა დგას გამომდინარე იქიდან, რომ ზვავსაშიშროების გამო გაწმენდითი სამუშაოები ზოგიერთ მონაკვეთზე შეზღუდულია. აღნიშნული შეფერხებები პანიკის საფუძველს ნამდვილად არ ქმნის. მოსახლეობას მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე.




მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები არსებულ სიტუაციაში უნდა იყვნენ მაქსიმალურად პასუხისმგებლიანი. ვითარება არ უნდა იყოს გამოყენებული და არ უნდა მოხდეს ფასების სპეკულაციური ზრდა. საზოგადოების პანიკა, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ასეთ მოვლენებს და კიდევ უფრო რთულს ხდის პროცესების მართვას. 2-3 დღეში კლიმატური სიტუაცია გამოსწორდება, გზა გაიწმინდება და ქვეყანაში შემოვა ჭარბი რაოდენობის პროდუქცია, რომელიც შეკვეთილია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკულ სიტუაციაში შევინარჩუნოთ ფასები. აქვე მინდა გითხრათ, ფასების სტაბილურობისთვის მუშავდება მექანიზმი, რომ იმპორტიორებისთვის ძირითად სასურსათო პროდუქტებზე დავაზღვიოთ ფინანსური და სავალუტო რისკები. ეს ეხება ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტებს.



სამინისტრო, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები, მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. ჩვენი სამუშაო ჯგუფი მუდმივ კომუნიკაციაშია ყველა რგოლთან და ყველა რგოლის ყველა სუბიექტთან იმისათვის, რომ სურსათის და პირველადი სამომხმარებლო პროდუქტების მომარაგებაში რაიმე საფრთხე არ შეიქმნას”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up