ლევან დავითაშვილი - მეზობელ ქვეყნებში სეზონური დასაქმება შეიძლება ჩავანაცვლოთ საქართველოში შეთავაზებული სამუშაო ადგილებით

ლევან დავითაშვილი - მეზობელ ქვეყნებში სეზონური დასაქმება შეიძლება ჩავანაცვლოთ საქართველოში შეთავაზებული სამუშაო ადგილებით

access_time2020-07-21 14:23:22

სოფლის მეურნეობაში ახალ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა მნიშვნელოვანწილად არის გაზრდილი, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ მხრივ ახლა განსაკუთრებით აქტუალურია კახეთი.

 

„კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ზოგადად მობილობა შემცირებულია, მათ შორის საერთაშორისო მობილობა შეზღუდულია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ორგანიზებულად, სამუშაო ჯგუფის მიერ ხდება სამუშაო ძალის გადანაწილება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმგვარად, რომ სოფლის მეურნეობაში ადამიანების დასაქმების ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს. დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს საშუალებას, რომ სოფლის მეურნეობაში მოთხოვნა ახალ სამუშაო ძალაზე მნიშვნელოვანწილად არის გაზრდილი. ჩვენ დავინახეთ, რომ დარგი ახდენს ახალი სამუშაო ადგილების გენერირებას, განსაკუთრებით ახლა აქტუალურია კახეთის რეგიონი, სადაც არის სეზონური დასაქმების საშუალებები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

ამასთან, მისი შეფასებით, სხვადასხვა ხილის მოსავლის დაბინავება  ინტენსიურად და წარმატებით მიმდინარეობს.

 


„პირველ რიგში ატმის კულტურას ეხებოდა ეს, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 2000-მდე ადამიანი არის დასაქმებული. გვესმის, რომ ძალიან დიდი სურვილი იყო აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების ჩვენს მეზობელ თურქეთის რესპუბლიკაში. ჩვენ ორგანიზებულად, აჭარის ადგილობრივ მთავრობასთან და კახეთში მუნიციპალიტეტებთან ერთად,  მოვახერხეთ სამუშაო ძალის კახეთში მობილიზება, თუმცა ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი. გვესმის, რომ შიდა დასაქმების ახალი პერსპექტივები ჩნდება ფაქტობრივად ყველა კუთხეში. ჩვენ გვექნება ძალიან ინტენსიური მოსავლის აღების, დაბინავების სეზონი კახეთში, რომელიც უკავშირდება ყურძნის მოსავალს, რთველს“, – განაცხადა მინისტრმა.

 

როგორც მან აღნიშნა, შემდეგ სამუშაო ძალის საჭიროება იქნება შიდა ქართლში.

 

„ჩვენი მოლოდინით თხილის კულტურაშიც მოსავლის წარმატებული დაბინავება გვექნება. სეზონური დასაქმება, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო ჩვენს მოსახლეობაში მეზობელ ქვეყნებში, ჩვენ შეიძლება, მნიშვნელოვანწილად ჩავანაცვლოთ საქართველოში შეთავაზებული სამუშაო ადგილებით. ვფიქრობთ, ეს ერთ რამეზე მეტყველებს – სოფლის მეურნეობაში მიმდინარე, ბოლო წლების ტენდენციები არის საკმაოდ დადებითი,  დავინახეთ საკმაოდ გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო აქტივობა ყველა

მიმართულებით, ფაქტობრივად ყველა კუთხეში,  ძირითად, პერსპექტიულ დარგებში განსაკუთრებით. ეს იძლევა საშუალებას, მეტი ადამიანი დასაქმდეს, რომელიც მიიღებს მეტ ანაზღაურებას და ეს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის.

 

როგორ მინისტრმა აღნიშნა, პროცესების ორგანიზებულად მართვის, რეგიონებსა და უწყებებს შორის კოორდინაციით, შესაძლოა,  მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა და მოსახლეობისთვის მდგომარეობის გარკვეულწილად შემსუბუქება.


პირველი არხი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up