ლევან დავითაშვილი მერძევეობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი მერძევეობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

access_time2019-12-22 18:29:47

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რძის ადგილობრივ მწარმოებლებსა და გადამმუშავებელი სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და რძის სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, სამინისტრომ შეასრულოს მედიატორის როლი რძის პირველად მწარმოებლებსა და გადამმუშავებლებს შორის, რათა არსებული გამოწვევები დროულად და ეფექტიანად გადაიჭრას.



„სამინისტრო აქტიურად მუშაობს რძის სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ,ვითანამშრომლოთ როგორც რძის პირველად მწარმოებლებთან, ასევე გადამმუშავებელი სექტორის წარმომადგენლებთან, რათა დარგის განვითარების პოლიტიკის ნაწილში, მათი ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაციის ასახვა მოხდეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.




შეხვედრაზე, რძის სექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნეს საქართველოსმთავრობისდადგენილებისპროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“, რომლის მიხედვით 2020 წლის პირველი იანვრიდან, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც ორგანიზებულად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებას და რეალიზაციას. სახელმწიფო კონტროლი არ გავრცელდება ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ოჯახურ წარმოებას ეწევიან და მცირე რაოდენობით ახორციელებს სურსათის წარმოებას, გადამუშავებას და რეალიზაციას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სურსათის უვნებლობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფას, მომხმარებლის ინტერესების და ჯანმრთელობისდაცვას, ასევე მერძევეობის სექტორის განვითარებას და კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორებისთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას.



შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, რძის პირველადი მწარმოებლები, გადამმუშავებელი სექტორის და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები.






AREA EXPO 2020 - „უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა“ მხოლოდ ორი დღით

AREA EXPO 2020 - „უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა“ მხოლოდ ორი დღით
access_time2020-02-18 10:30:26
არეა ექსპო 2020 -უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა გაყიდვა 4-5 აპრილს ჩატარდება შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში. არეა ჯგუფი, ღონისძიებას უკვე მესამედ მართავს თბილისში. საქართველოში პირველი უძრავი ქონების გამოფენა -გაყიდვა არე ექსპო 2018 წელს ჩატარდა და წარმოადგენს ერთიან პლატფორმას დეველოპერებისთვის, კონკურენტულ გარემოში შეხვდნენ მიზნობრივ აუდიტორიას, უძრავი ქონების სექტორითა და შეძენით დაინტერესებულ მომხმარებლებს....

„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა-საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ“

„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა-საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ“
access_time2020-02-18 10:45:03
ბოლო სამი წელია ამერიკაში ქართული ღვინის იმპორტი საშუალოდ 54%-ით იზრდება. 2019 წლის პირველ ნახევარში კი ზრდამ 88%-ს მიაღწია. მხოლოდ გასულ წელს საქართველოდან აშშ-ში 466,056 ბოთლი ღვინო გავიდა, ღირებულებით $2,335,867. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორია რეალობა, იცნობენ თუ არა ქართულ ღვინოს ამერიკაში, რა ბარიერებს აწყდებიან მეღვინეები და როგორ ეხმარება მათ ...

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...


მსგავსი სიახლეები

up