ლევან დავითაშვილი: ,,მეფუტკრეობის სექტორში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, ქართული თაფლის ექსპორტის მაჩვენებელი 3,4-ჯერ გაზრდილია“

ლევან დავითაშვილი: ,,მეფუტკრეობის სექტორში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, ქართული თაფლის ექსპორტის მაჩვენებელი 3,4-ჯერ გაზრდილია“

access_time2021-02-25 13:40:00

მეფუტკრეობის განვითარების საბჭოს რიგით მე-3 შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, მეფუტკრეობის განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამების და მხარდამჭერი აქტივობების შედეგები განიხილა.



„სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის მსგავსი ფორმატის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობა გვაქვს, ერთად განვიხილოთ დარგში არსებული ყველა გამოწვევა, ვიმსჯელოთ მათი გადაჭრის გზებზე, შევაფასოთ სექტორის განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგები. უნდა აღინიშნოს, რომ, პანდემიის მიუხედავად, მეფუტკრეობის სექტორში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. ლაბორატორიული კვლევების კუთხით არსებული პრობლემების დიდი ნაწილი გადაჭრილია. 2020 წელს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ მოახდინა ახალი კვლევების დანერგვა და მიიღო აკრედიტაცია. დღეისათვის, უკვე დანერგილია თაფლის კვლევა 120-მდე პარამეტრზე, აქედან დიდი ნაწილი უკვე აკრედიტებულია; 13 კვლევაზე აკრედიტაციის მიღება უახლოეს პერიოდში მოხდება, დარჩება მხოლოდ 30 პარამეტრი, რომელიც რეფერენტული მეთოდით იქნება აკრედიტებული. ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამ კუთხით აღარ არსებობდეს ბარიერი სექტორის განვითარებისთვის“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.



როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ის პროგრესი, რაც ბოლო პერიოდში მეფუტკრეობის სექტორში შეიმჩნევა, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩატარებული კვლევები ევროკავშირმა აღიარა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. 2020 წელს, საქართველოდან განხორციელდა 21.7 ტონა თაფლის ექსპორტი, რაც 15.3 ტონით (3.4-ჯერ) აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს; ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნებში (12.9 ტონა) და აშშ-ში (4.9 ტონა), ასევე, კანადაში (1.8 ტონა) და ყატარში (1.2 ტონა). 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული თაფლის ექსპორტი 6.7-ჯერ გაიზარდა.




ქართული თაფლის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა უწყებასთან ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და სერტიფიკატების შეთანხმების/აღიარების მიმართულებით. გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, აშშ-თან, კანადასთან, იაპონიასთან.



შეხვედრაზე, კერძო სექტორის წარმომადგენლების მიერ დადებითად შეფასდა სახელმწიფოს მიერ ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრის დანერგვა. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ლაბორატორიაში ფუტკრის რძისა და შხამის, ასევე დინდგელის კვლევის დანერგვის აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული პროდუქციის ექსპორტზე გატანას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ფუტკრის მოვლის თანამედროვე მიდგომების შესახებ გაიდლაინების შემუშავება, ფერმერთა ცოდნის ამაღლება, ფალსიფიკაციასთან ბრძოლა, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული თაფლის ცნობადობის გაზრდა და ახალ საექსპორტო ბაზრებზე წვდომის მხარდაჭერა.



მეფუტკრეობის განვითარების საბჭოს რიგით მე-3 შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების და ასოციაციების, კერძო ლაბორატორიების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up