ლევან დავითაშვილი: „მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საბიუჯეტო სახსრები, ბიძინა ივანიშვილისგან უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო სახელმწიფომ, ეს იყო, დაახლოებით, 300 მლნ ლარი პირადი ინვესტიცია”

ლევან დავითაშვილი: „მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საბიუჯეტო სახსრები, ბიძინა ივანიშვილისგან უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო სახელმწიფომ, ეს იყო, დაახლოებით, 300 მლნ ლარი პირადი ინვესტიცია”

access_time2021-01-13 11:12:49

„2012 წლიდან, თვისობრივად შეიცვალა დამოკიდებულება და მიდგომა სოფლის მეურნეობის მიმართ. მნიშვნელოვანი იყო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტად გამოცხადება, რაც, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაპირება გახლდათ. დაპირება რეალობად იქცა იმ ქმედითი ნაბიჯებით, რომელიც 2012 წელსვე, მყისიერად დაიწყო. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საბიუჯეტო სახსრები, ბიძინა ივანიშვილისგან უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო სახელმწიფომ, ეს იყო, დაახლოებით, 300 მლნ ლარი პირადი ინვესტიცია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



2012 წელს, ძლიერმა სეტყვამ კახეთში ძირითადი სავარგულები გაანადგურა. ადამიანებმა მიიღეს კომპენსაცია, რის საფუძველზეც ფერმერებს წარმოების საშუალება მიეცათ. დაიწყო ხვნა-თესვის პროგრამა. პრაქტიკულად ყამირი, დაუმუშავებელი ნიადაგები დამუშავდა, ეს იყო მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა. ადამიანებს, რომლებსაც ხელი ჰქონდათ ჩაქნეული, იმედი გაუჩნდათ; მრავალი ადამიანი დაუბრუნდა სოფლის მეურნეობას და ეს იყო პირველი წარმატება“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-22 21:00:57
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში...

“დღეს ფაქტობრივად შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

“დღეს ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
access_time2021-01-22 16:00:04
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  თითქოს როგორც ინდიელები ჰყავდათ რეზერვაციაში, ასე ვართ  მოქცეული, ოღონდ  იქ  ყველანაირად სოციალურად უზრუნველყოფილები იყვნენ. დღეს  ფაქტობრივად  გაგვწირეს  შიმშილისთვის,...

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი
access_time2021-01-22 17:00:04
„ლილო მოლის“ პრეზიდენტი ლევან გაგუა „ბიზნესპარტნიორთან“ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათთვის 15 თებერვლამდე გახსნის გადავადება მოულოდნელი იყო. როგორც გაგუა განმარტავს, სავაჭრო სივრცეში, რითეილში ეს მდგომარეობა 2 თვეზე მეტია გრძელდება, საუბარია, ბაზრობების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე. „მძიმე ვითარებაა. რითეილის სფეროში გარკვეულ კატეგორიას ეძლევა უკვე მეორედ გახნის, არსებობის საშუალება,...

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე
access_time2021-01-22 13:20:14
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.„ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული, გონივრული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მიერ ნავთობპროდუქტების სექტორში ინიცირებული და განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები უდაოდ არის...

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-22 15:10:00
1-ლი მარტიდან გახსნას აზრი აღარ ექნება, რადგან ბიზნესი ამ დროს უკვე აღარ იარსებებს - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მოქმედებები აბსოლუტურად ალოგიკურია. ,,ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ. დღეს გაირკვა, რომ ამაზე მსჯელობენ და დღეიდან ეს ჩემთვის მავნებლების საბჭოა და მხოლოდ ასე...


მსგავსი სიახლეები

up