ლევან დავითაშვილი კატარის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფას შეხვდა

ლევან დავითაშვილი კატარის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფას შეხვდა

access_time2019-12-03 16:20:01

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კატარის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფას შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.


ლევან დავითაშვილის განცხადებით, კატარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს. შეხვედრაზე მინისტრმა ქვეყანაში ეკოტურიზმის და აგროტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.


როგორც მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფამ განაცხადა, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და მჭიდრო თანამშრომლობა, რაც კიდევ მეტად უნდა განვითარდეს.შეხვედრაზე, კატარის ელჩმა ლევან დავითაშვილს პირადად მიულოცა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტად საქართველოს არჩევა და მინისტრი კატარში დაგეგმილ გარემოსდაცვით და სასოფლო-სამეურნეო საერთაშორისო გამოფენაზე მიიწვია.







2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება
access_time2019-12-08 10:00:01
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი" სააგენტოს 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა.   "2020 წლისთვის სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება ბათუმში, კასპსა და გურჯაანში. 2020 წელსვე დასრულდება სამუშაოები, მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართვა ამ ეკოსისტემაში, განსაკუთრებით ბათუმის. გვეყოლება 40 ახალი სტარტაპი, რომელიც 100 ათასი ლარით დაფინანსდება და 10 სტარტაპი 650 ათას ლარიანი საგრანტო...

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ  ინფორმაციას არ ადასტურებენ
access_time2019-12-07 20:32:24
საპენსიო სააგენტოში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას. როგორც კომერსანტს უწყებაში განუცხადეს,  საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს. კურიერის ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. ლევან სურგულაძეს განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერილი აქვს და ოფიციალურად ამის თაობაზე მალე საჯაროდ...

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ
access_time2019-12-07 20:00:18
  აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილია თავისი ანტიმიგრანტული განცხადებებით, თუმცა, როგორც ამბობს მისი ოჯახის 2 ყოფილი მოსამსახურე, ტრამპის სახლში და მისი კომპანიის გოლფ-კლუბებში ძირითადად მუშაობდნენ სწორედ არალეგალი-მიგრანტები,   ერთ-ერთი მათ შორის არის კოსტა-რიკელი  სანდრა დიასი.   ტრამპის სახლში შესვლის წინ მას უნდა დაეცვა რამდენიმე წესი - პირველი რიგში, ის უნდა ყოფილიყო უჩინარი. ტრამპის პირადი მოსამსახურე...

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზე ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...


მსგავსი სიახლეები

up