ლევან დავითაშვილი იზმირში გამართულ მინისტერიალს დაესწრო

ლევან დავითაშვილი იზმირში გამართულ მინისტერიალს დაესწრო

access_time2019-02-11 14:41:21

თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ იზმირში, 2019 წლის 7-10 თებერვალს, სოფლის მეურნეობის მინისტრების სამიტი და აგროგამოფენა გაიმართა. მინისტერიალის თემას „სოფლის მეურნეობის მომავალი" წარმოადგენდა. მინისტერიალს მსოფლიოს 14 ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.  ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტერიალის ფარგლებში, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სიტყვით მიმართა სამიტის მონაწილეებს და  დარგში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა თანამდეროვე ტექნოლოგიების აქტიური გამოყენების აუცილებლობას, ახალგაზრდების ჩართულობას, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და პროდუქტიულობის გაზრდას. მინისტრმა ყურადღება საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე და დაგეგმილ ძირითად პროგრამებსა და პროექტებზე გაამახვილა.

„თანამედროვე მსოფლიოს წინაშე სულ უფრო მზარდია მოთხოვნა ხარისხიანი, უვნებელი და ჯანსაღი სურსათის მიწოდებაზე. ამ მიზნის მისაღწევად, ერთი ქვეყნის ძალისხმევა საკმარისი არ არის; აუცილებელია, მდგრადი განვითარების პრინციპების და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, სახელმწიფოებმა გააერთიანონ ძალისხმევა უკეთესი შედეგების მისაღწევად“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პრიორიტეტად არის გამოცხადებული მწვანე ეკონომიკის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის პრინციპების დაცვით, სოფლის მეურნეობის დარგის მდგრად განვითარებას.


ვიზიტის ფარგლებში,  ორმხრივი შეხვედრა გაიმართა თურქეთის სოფლის მეურნეობის და ტყის მინისტრთან, დოქ. ბექირ ფაქდემირლისთან. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის დარგში არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და შეთანხმდნენ, ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის დარგში გამოცდილების გაზიარებას, სპეციალისტების გაცვლას და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად, გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი.






მამუკა ბახტაძე - ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათია თურნავას, არის ამბიციური და ძალიან მკაცრი

მამუკა ბახტაძე - ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათია თურნავას, არის ამბიციური და ძალიან მკაცრი
access_time2019-04-19 14:25:42
ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათია თურნავას თავის გუნდთან ერთად, არის ამბიციური და ძალიან მკაცრი. ნათიას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე, ეკონომიკის ახალი მინისტრის წარდგენისას განაცხადა. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ნათია თურნავა წარმატებით გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ამასთან, ბახტაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეკონომიკის ახალ მინისტრს ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის...

რომან კაკულია ეკონომიკის მინისტრების ცვლილებაზე: არ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა

რომან კაკულია ეკონომიკის მინისტრების ცვლილებაზე: არ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა
access_time2019-04-19 14:00:10
9 თვის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ გიორგი ქობულია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად, გიორგი ქობალიასვე მოადგილე, ენერგეტიკის მიმართულებაში ნათია თურნავა დანიშნა. არსებული ინფორმაციით გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა ოფიციალურ მიზეზებზე პრემიერ-მინისტრის კაბინეტში განცხადება არ...

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს, არიან დაშავებულები

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს, არიან დაშავებულები
access_time2019-04-19 12:28:33
ვარკეთილში, მე-3 მიკრორაიონში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, 1 ადამიანს თავის არეში აქვს დაზიანება მიღებული. ასევე ვრცელდება ინფორმაცია მეორე პირის დაშავების შესახებაც. შსს-ს ცნობით, დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას...

აღმოაჩინეთ ინდური ალტერნატიული მედიცინა სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobulet-ში

აღმოაჩინეთ ინდური ალტერნატიული მედიცინა სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobulet-ში
access_time2019-04-19 13:00:19
სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobulet-ი ვიზიტორებს  ინდურ მასაჟებს სთავაზობს. როგორც ცნობილია, ინდური აიურვედას ცენტრი სასტუმროში ექსკლუზიურად ფუნქციონირებს 2010 წლიდან, რომელიც კომპლექსურად აერთიანებს როგორც სარელაქსაციო ასევე სამკურნალო მასაჟების ციკლს. რაც ყველაზე...

ინიშნება თუ არა მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრად?

ინიშნება თუ არა მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრად?
access_time2019-04-19 12:14:18
ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა BM.GE-სთან საუბრისას უარყოფს, რომ ის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს. რამდენიმე ხნის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიხელ დუნდუა, შესაძლოა, ფინანსთა მინისტრად დაინიშნოს. ის ჯერ „შემოსავლების სამსახურის“ უფროსად დაინიშნა. თუმცა ამ თანამდებობაზე მხოლოდ 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მეტიც, მის შესახებ ვრცელი ინფორმაცია „შემოსავლების სამსახურის“...


მსგავსი სიახლეები

up