„აგიტატორები, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ოჯახ-ოჯახ დადიან და მოსახლეობას ცრუ მოლოდინებს უჩენენ, ცდილობენ ააბუნტონ და საპროტესტო მუხტი შექმნან“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„მშრომელი ადამიანების გრძნობებზე თამაში ამორალურია. ჩვენ ყოველთვის გვინდა, რომ ფერმერებმა უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ, მაგრამ უნდა გვესმოდეს რა რესურსი აქვს ქვეყანას და კერძო სექტორს; ამ რესურსების ოპტიმალურად გადანაწილებით უნდა მივიღოთ დაბალანსებული სიტუაცია, რომ ყველას ინტერესი იყოს მეტ-ნაკლებად გათვალისწინებული. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არცერთი რთველი არ ყოფილა, როდესაც მევენახეებს ჩაბარების პრობლემა შეექმნათ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.