ლევან დავითაშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

ლევან დავითაშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

access_time2019-10-11 18:45:19


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტის საკითხები განიხილეს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იაპონის, როგორც ქართული ღვინისთვის პერსპექტიულ და საინტერესო ბაზარზე.


„ბოლო წლებში, ქართული ღვინისადმი ინტერესესი აზიურ ბაზრებზე სულ უფრო მზარდია. სამინისტრო აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ ღონისძიებებს ბაზრების დივერსიფიკაციის სტრატეგიით გათვალისწინებულ ქვეყნებში, მათ შორის, იაპონიაში. მიმდინარე წელს, ტოკიოში გამართული მასშტაბური გამოფენის ,,საქართველო ღვინის სამშობლო“ შემდეგ, ღვინის ექსპერტები ქართული ღვინით, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოებით, სულ უფრო მეტად ინტერესედებიან. შეფასებებიც ძალიან პოზიტიურია. შესაბამისად, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას იაპონიის ბაზარზე“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ ქართული ღვინის უნიკალურობაზე ისაუბრა.




„ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ქართულ მხარეს, რათა უნიკალური ქართული ღვინის ექსპორტი იაპონიაში გაიზარდოს. პოზიტიური შედეგის მისაღწევად, შესაძლებელია სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ერთობლივად განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის არა მხოლოდ მცირე მარნების ნიშური პროდუქციის, არამედ მსხვილი კომპანიების წარმოებული ღვინის პოპულარიზაციისა და დამკვიდრებისთვის“,- განაცხადა იაპონიის ელჩმა.
შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კოოპერაციისა და ტყის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების კუთხით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.




თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...


მსგავსი სიახლეები

up