ლევან დავითაშვილი: „იაფი ფულადი რესურსი სოფლის მეურნეობისთვის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პირველი დაპირება იყო, რაც შესრულდა“

ლევან დავითაშვილი: „იაფი ფულადი რესურსი სოფლის მეურნეობისთვის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პირველი დაპირება იყო, რაც შესრულდა“

access_time2021-01-13 11:40:00

„შეღავათიან ფულად რესურსზე ხელმისაწვდომობამ განაპირობა, რომ საქართველოში ერთიორად გაიზარდა და 55 000 ჰექტარს გადასცდა ვენახების ფართობი. ეს ტენდენცია არის ძალიან დადებითი. ეს არის მყარი სანედლეულო ბაზა, რომ ღვინის ინდუსტრია, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია აგრარული სექტორისთვის წარმატებული იყოს, განვითარდეს და გაიზარდოს“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„10 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენებულია სხვადასხვა ხილის კულტურა, მრავალწლოვანი ინტენსიური თანამედროვე ბაღები, რომელიც არის საგრანტო დაფინანსების შედეგი. რამდენიმე ათას ჰექტარზეა სასათბურე მეურნეობები, რომელიც სასურსათო უზრუნველყოფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩავანაცვლოთ იმპორტირებული ბოსტნეული არასეზონზე.



რაც შეეხება 2020 წლის პანდემიის პირობებში ჩვენს მყისიერ ჩარევას; ჩვენ გავაჩინეთ მოკლევადიანი ფინანსური საბრუნავი საშუალებები ფაქტობრივად უფასოდ იმისათვის, რომ სწრაფად მოეხდინათ ადაპტაცია ჩვენს ფერმერებს და დაინტერესებულ პირებს და ერთწლოვანი კულტურების მეტი მოსავალი მიგვეღო.




ჩვენ გვქონდა პირდაპირი დახმარებები. ეს იყო აგრობარათებზე დარიცხული ქულები, რომ ფერმერებს უფასოდ მიეღოთ პესტიციდები, დაზღვევის კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობები და ა. შ. - ეს იყო მყისიერი ღონისძიებები, რომელიც ჩვენ 2020 წელს დავამატეთ ძირითად პროგრამებს, რომლებიც გულისხმობს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ელემენტს: პირველადწარმოებაში საგრანტო თანადაფინანსებას, შემნახველი და გადამმუშავებელი მეურნეობების თანადაფინანსებას, ტექნიკურ დახმარებაში თანადაფინანსებას, აგროკრედიტს და აგროდაზღვევას.



ეს პროგრამები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია, თანმიმდევრული საქმიანობის განხორციელება იმისთვის, რომ ვიყოთ ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა და სოფლის მეურნეობა მეტ ღირებულებას ქმნიდეს ეკონომიკაში”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.








Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
access_time2021-01-16 10:59:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR...

მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს 68 მლნ ლარამდე ღირებულების ტენდერები მოიგეს

მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს 68 მლნ ლარამდე ღირებულების ტენდერები მოიგეს
access_time2021-01-16 11:20:15
ქართული პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა დაახლოებით 38%-ს იმაზე მეტი აქვს შეწირული, ვიდრე ერთი წლის საშუალო დარიცხული ხელფასია საქართველოში (დაახლოებით 11,900 ლარი). ასეთ შემომწირველებზე ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების დაახლოებით 85% მოდის, რაც მათ მსხვილ დონორებზე დამოკიდებულებას მიუთითებს – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით საპარლამენტო არჩევნების...

Signal Advance და 5 შემთხვევა, როდესაც ინვესტორებმა აქციები შეცდომით იყიდეს

Signal Advance და 5 შემთხვევა, როდესაც ინვესტორებმა აქციები შეცდომით იყიდეს
access_time2021-01-16 15:00:24
რამდენიმე დღის წინ აქამდე ნაკლებად ცნობილმა მესენჯერმა Signal-მა მოულოდნელად დიდი პოპულარობა მოიპოვა - ეს იმის შემდეგ მოხვდა, რაც მესენჯერმა WhatsApp-მა განაცხადა, რომ მომხმარებელთა პირად მონაცემებს Facebook-ს გადასცემს.   უცნობ აპლიკაციაზე მოთხოვნის ნახტომისებრი ზრდა ილონ მასკის ტვიტმა გამოიწვია - „გამოიყენეთ  Signal».   Tesla-ს დამაარსებელს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და მისმა მოწოდებამ ინტერესი არა მხოლოდ მომხმარებლების, არამედ ინვესტორების...


მსგავსი სიახლეები

up