ლევან დავითაშვილი: განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა თანხვედრაშია ევროპულ პოლიტიკასთან და შეჯერებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან

ლევან დავითაშვილი: განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა თანხვედრაშია ევროპულ პოლიტიკასთან და შეჯერებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან

access_time2022-11-15 22:15:00

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა, რომ საქართველოში გვქონდეს განახლებადი ენერგიების განვითარების კუთხით კერძო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი მექანიზმები, რათა ენერგეტიკული პროექტები უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ენერგეტიკის ბიზნესსექტორთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრმა კომპანიებმა, რომლებიც საქართველოში ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობენ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ პოტენციურ ინვესტორებსა და დეველოპერებს განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემის პრეზენტაცია წარუდგინა.


„ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, უწყვეტად მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და გარკვეული სახელმწიფო გარანტიები, რათა კერძო სექტორმა რეალურად მოახერხოს ფინანსების მობილიზება და პროექტების განხორციელება,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, ენერგეტიკა განსაკუთრებული პრიორიტეტია დღევანდელი ხელისუფლებისთვის, მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკაში ყველაზე უფრო აქტუალური საკითხია და შესაბამისად, საქართველოს მთავრობაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ენერგეტიკის სფეროს განვითარებას.



„ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფი ტემპით განხორციელდეს განახლებადი ენერგეტიკული პროექტები. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლის განმავლობაში გვქონდა მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ჩვენ შევაჯერეთ პოზიციები და მექანიზმები, რომელიც დღეს კერძო სექტორს შევთავაზეთ. იმედი გვაქვს, რომ კერძო სექტორთან ერთად აქტიური განხილვისა და პოზიციების შეჯერების შედეგად მხარდაჭერის მექანიზმი ამოქმედდება მიმდინარე წელსვე, ამავე წელს მოხდება კონკურენტულ პირობებში პროექტების შერჩევა და უკვე მომავალი წლიდან პროექტების განხორციელება დაიწყება საკმაოდ სწრაფი ტემპით. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამას მხარს უჭერს ევროკავშირიც“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.


ლევან დავითაშვილის განცხადებით, გასულ კვირას შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრები ევროკომისიაში, მათ შორის ევროკომისართან ენერგეტიკის დარგში და საქართველოს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები ზუსტად, სრულად არის თანხვედრაში ევროპულ პოლიტიკასთან.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up