ლევან დავითაშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს, ოლგა ალგაეროვას შეხვდა

ლევან დავითაშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს, ოლგა ალგაეროვას შეხვდა

access_time2021-01-22 11:30:01

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანთან, ოლგა ალგაეროვასთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობის საკითხებს.



ლევან დავითაშვილმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა შეხვედრაზე გარემოსდაცვითი შეფასების კანონმდებლობის შემუშავებისა და გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებებით UNECE-ის მხარდაჭერასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით UNECE-თან სამომავლო თანამშრომლობაზე.




მინისტრმა ოლგა ალგაეროვას ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და ნარჩენების მართვის სფეროში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
ოლგა ალგაეროვამ დადებითად შეაფასა ქვეყანაში გარემოსდაცვით სფეროში არსებული პროგრესი და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მხრიდან სამომავლო მხარდაჭერაზე ისაუბრა.



გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანმა, ოლგა ალგაეროვამ აპრილში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის დაგეგმილ მინისტერიალზე, სადაც კომისიის წევრი სახელმწიფოები ცირკულარული ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელებენ, მინისტრი პირადად მიიწვია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)
access_time2021-03-07 16:00:58
თუ პან­დე­მი­ის დროს სახ­ლში დარ­ჩე­ნილ­ნი მო­მა­ვალ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობთ და სა­კუ­თარ თავს ბა­ლი­ზე, ან მალ­დი­ვებ­ზე, სუ­ლაც ვე­ნე­ცი­ის არ­ხებ­ში გონ­დო­ლით მო­სე­ირ­ნეს წარ­მო­იდ­გენთ, შე­გიძ­ლი­ათ ფან­ტა­ზი­ას უფრო მეტი გა­სა­ქა­ნი მის­ცეთ, მა­გა­ლი­თად, კოს­მოს­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე იოც­ნე­ბოთ, მით უფრო, რომ ეს ოც­ნე­ბა შე­საძ­ლოა, მალე რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს. რო­გორც CNN წერს, 2027 წლის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურ­ზე გა­იხ­სნე­ბა პირ­ვე­ლი...


მსგავსი სიახლეები

up