ლევან დავითაშვილი: „გადაწყვეტილება, რაც დღეს მთავრობაზე მივიღეთ, უკავშირდება აგროკრედიტის საბრუნავი საშუალებების კომპონენტს ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობისთვის“

ლევან დავითაშვილი: „გადაწყვეტილება, რაც დღეს მთავრობაზე მივიღეთ, უკავშირდება აგროკრედიტის საბრუნავი საშუალებების კომპონენტს ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობისთვის“

access_time2020-09-03 14:40:00

„ჩვენი სამინისტროსთვის აქტიური პერიოდია, რომელიც მოსავლის დაბინავებას უკავშირდება. რამდენიმე სეზონური მოსავლის პროდუქტის დაბინავება უკვე დასრულებულია. ახლა ინტენსიურად იწყება რთველი კახეთში. 3 200 ტონაზე მეტი ყურძენი უკვე გადამუშავებულია, ძირითადად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან. ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავება მოიმატებს, თუ ამინდი მოგვცემს ამის შესაძლებლობას. გადამუშავებულია ადრეული ყურძენი, ძირითადად, საშამპანურე ღვინის დასამზადებლად“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„დღე-დღეზე დაიწყება საფერავის რთველიც. გადაწყვეტილება, რაც დღეს მთავრობაზე მივიღეთ, უკავშირდება აგროკრედიტის საბრუნავი საშუალებების კომპონენტს ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობისთვის. ეს არის დამატებითი ფინანსური რესურსი გადამმუშავებელი კომპანიებისთვის, რომელიც ვაშლის კონცენტრირებულ წვენს ამზადებენ და რომელიც საექსპორტო პროდუქტია. სუბსიდირებას ვახდენთ იმისათვის, რომ, უხვი მოსავლის პირობებში, ვაშლის ფასი ფერმერებისთვის მისაღები იყოს; ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კომპანიების მსყიდველობითი უნარი გაიზარდოს, რისთვისაც საბრუნავი საშუალების თანადაფინანსება ხორციელდება. 21 ნოემბრამდე ექნებათ კომპანიებს კრედიტის აღების შესაძლებლობა, რაც ნამდვილად გაზრდის კერძო სექტორიდან მოთხოვნას და მოგვცემს შესაძლებლობას ის უხვი მოსავალი, რომელიც წელს გვაქვს, წარმატებით დავაბინაოთ და ფერმერებს პრობლემა არ შეექმნათ. ძალიან მალე დავასრულებთ თხილის მოსავლის აღებას დასავლეთ საქართველოში. თხილის მოსავალს უკავშირდება ღონისძიება - „თხილობა 2020“, რომელიც კვირას, 6 სექტემბერს გაიმართება სამეგრელოში, ზუგდიდში. ეს არის ახალი ტრადიცია. გასულ წელს თურქეთის და აზერბაიჯანის მინისტრებთან გვქონდა შეხვედრა. თხილის მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებული ღონისძიება თურქეთში წლების განმავლობაში არსებობს; გადაწყდა, რომ ასეთი ღონისძიება ჩატარდეს საქართველოსა და აზერბაიჯანშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა წელს ძალიან კარგი მოსავალი მიიღეს, როგორც რაოდენობით, ისე ხარისხით. წლევანდელი წელი გამორჩეულია, რაც ძალიან დამაიმედებელი პროგნოზების საშუალებას გვაძლევს თხილის ექსპორტთან დაკავშირებით. თხილის მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up