ლევან დავითაშვილი ფერმერთა სათათბიროს დაფუძნების ღონისძიებას დაესწრო

ლევან დავითაშვილი ფერმერთა სათათბიროს დაფუძნების ღონისძიებას დაესწრო

access_time2017-09-26 14:47:57

„დღევანდელ შეკრებას ჩვენი ქვეყნის 60 მუნიციპალიტეტიდან 120 ახალგაზრდა ფერმერი ესწრება, რაც ნიშნავს იმას, რომ სულ რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს მიერ დასახული მიზანი, აგრარული დარგი ყოფილიყო მიმზიდველი ჩვენი მომავალი თაობებისთვის, რომ დაწყებული იმ პოტენციალის ათვისება, რაც ქვეყანაში არსებობს, მიღწეულია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ფერმერთა სათათბიროს დაფუძნების ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს.

 

შეხვედრაზე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ოთხი პროექტი - ფერმერთა სათათბირო, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია, მობილური აპლიკაცია „აგრონავტი“ და ახალი სახელმძღვანელო „გზა ფერმერობისკენ“ - გააცნო დამსწრე საზოგადოებას.

 

აღინიშნა, რომ ფერმერთა სათათბიროს შექმნის უმთავრესი მიზანი საკანონმდებლო პროცესებში ფერმერთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფაა.

 

„სათათბირო, რომელიც დღეიდან დაიწყებს ფუნქციონირებას, იქნება კიდევ ერთი ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება აზრთა გაზიარება, სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრა, საჭიროებების იდენტიფიცირება,... სათათბირო დაგვეხმარება კიდევ უფრო მეტად იყოს სახელმწიფო პროექტები მორგებული ფერმერსა და მეწარმეზე“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

 


ლევან დავითაშვილმა  სიტყვით გამოსვლისას ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბების პროცესში ფერმერებისთვის შესაბამისი ცოდნის და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

„ჩვენ სულ უფრო მეტი ცოდნა გვჭირდება იმისათვის, რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს. არაერთი გარემოების (კლიმატი, საერთაშორისო ფისკალური პოლიტიკა, საერთაშორისო ბაზრების კონიუნქტურა...) გამო, აგრარული დარგი სულ უფრო ხშირად დგას გამოწვევების წინაშე, რასთანაც გამკლავება მხოლოდ შესაბამისი ცოდნით არის შესაძლებელი“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერებს სახელმძღვანელოს შექმნისთვის გაწეული სამუშაოსთვის.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ფერმერთა ასოციაციას და შეკრებილ ფერმერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით სათათბიროს დაფუძნება მიულოცა და წარმატება უსურვა.

 

ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 



სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული - წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული -  წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“
access_time2020-10-27 15:03:08
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ  ჯაფარიძემ საქართველოში მედიკამენტების მაღალ ფასებზე  და მათი სიძვირის მიზეზებზე ისაუბრა. დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიას და მონოპოლიას ბრალდება, თუმცა მისი თქმით, წამლების სიძვირეს რაელურად სხვა მიზეზი აქვს და მათი გიაფებაც საკმაოდ მარტივია. ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში არსებული 9 მედიკამენტის ფასი თურქეთში იდენტური მედიკამენტების ფასებს...

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა
access_time2020-10-27 14:29:21
Scroll-ის ელექტროსკუტერები უკვე უკრაინაშია. ამ ეტაპზე, გაქირავების სერვისით სარგებლობა მხოლოდ კიევშია შესაძლებელი. როგორც კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, 2021 წლის გაზაფხულისთვის, Scroll-ის ელექტროსკუტერები უკრაინის სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.   „შემდეგი წლის განმავლობაში ვაპირებთ სხვა ქალაქებშიც შევიდეთ, თუმცა ჩვენი გაფართოება სხვადასხვა ნიუანსზეა დამოკიდებული. მაგალითად, მნიშვნელოვანია როგორი მდგომარეობა იქნება პანდემიის კუთხით და...

სამსუნგის ფესტივალი მეგატექნიკაში!

სამსუნგის ფესტივალი მეგატექნიკაში!
access_time2020-10-27 11:30:31
მეგატექნიკაში სამსუნგის ფესტივალი დაიწყო! მეგატექნიკას ყველა ფილიალსა და ონლაინ მაღაზიაში, სამსუნგის ნებისმიერი ტექნიკის შეძენისას თქვენ  დასაჩუქრდებით ისეთი გრანდიოზული საჩუქრებით როგორიცაა ტელევიზორი, მიკროტალღური ღუმელი, საუნდბარი და სასაჩუქრე ვაუჩერები. მაგალითად თუ თქვენ უახლესი სმარტფონის შეძენა გსურთ, აუცილებლად უნდა გვეწვიოთ ფილიალებში და მიიღოთ საუკეთესო შეთავაზებები სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიან სმარტფონებზე. ფესტივალის ფარგლებში Trade In აქციით სარგებლობაც არის...


მსგავსი სიახლეები

up