ლევან დავითაშვილი: „ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მიღწეულია, თუმცა ღონისძიებები კვლავ აქტიურად უნდა გაგრძელდეს“

ლევან დავითაშვილი: „ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მიღწეულია, თუმცა ღონისძიებები კვლავ აქტიურად უნდა გაგრძელდეს“

access_time2019-08-30 18:45:08


საქართველოში მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების სამეცნიერო მისიის შედეგები შეაჯამეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამეცნიერო მისიის წევრებთან ერთად, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები განიხილა და მიღწეული შედეგები შეაფასა.



ლევან დავითაშვილმა, მავნებელთან ბრძოლის პროცესში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მეცნიერებს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მადლობა გადაუხადა.



„მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგებისა და მცენარეთა დაცვის სპეციალისტების შეფასებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები წარმატებულია და რეალური პროგრესიც სახეზეა. თუმცა, მეცნიერებთან ერთად ვთანხმდებით, რომ ღონისძიებები კვლავ უნდა გაგრძელდეს. სასურველი შედეგის მიღწევამდე, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე წელი დაგვჭირდება, თუმცა, ამ ეტაპზე, ძირითადი მიზანი - გადაგვერჩინა მოსავალი, ძირითად კულტურებში უკვე მიღწეულია. მნიშვნელოვანია, რომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის საველე ღონისძიებები წლის ბოლომდე აქტიურად განხორციელდეს, რათა მომავალი სეზონისთვის მოსალოდნელი ზარალის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.




მისიის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს და მავნებელთან ბრძოლის ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითო შეიძლება გახდეს.



„საქართველოში, ჩვენ ადგილზე გავეცანით იმ საოცარ შედეგებს, რომელსაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში თქვენმა ქვეყანამ მიაღწია. წინა წლებისგან განსხვავებით, ეს ვიზიტი ნამდვილად გამორჩეულია, რადგან სახეზეა ჩვენი თანამშრომლობის შედეგი, ჩვენ ვნახეთ რეკორდულ დროში მიღწეული წარმატება. წელს, თხილის ხარისხი გაუმჯობესდა და შესაბამისად, მოიმატა მისმა ფასმა. ეს, კი ადგილობრივი ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ პროცესებში საქართველოს პარტნიორები ვართ,“ - განაცხადა სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელმა, ბილ ლინგრენმა.



სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ერთკვირიანი სამეცნიერო მისიის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები და მცენარეთა დაცვის სპეციალისტები დასავლეთ საქართველოში ადგილზე გაეცნენ მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს, საკოორდინაციო მართვის ცენტრის მუშაობას, დაათვალიერეს თხილის ნარგავები და ფერმერებს შეხვდნენ.
მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების ვიზიტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელდა.




საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...


მსგავსი სიახლეები

up