ლევან დავითაშვილი: „ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოდან ბუნებრივი მემკვიდრეობა UNESCO-ს ნუსხაში შევა“

ლევან დავითაშვილი: „ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოდან ბუნებრივი მემკვიდრეობა UNESCO-ს ნუსხაში შევა“

access_time2019-10-08 15:55:04


„ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოდან ბუნებრივი მემკვიდრეობა იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევა, რაც მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნის ცნობადობას გაზრდის“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბათუმში, სასტუმროში „ჰილტონი“ გამართულ საქართველოს დაცული ტერიტორიების UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის წარდგენასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე განაცხადა.



ლევან დავითაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შემფასებელი მისია - UNESCO-სა და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) ექსპერტები, რომლებიც ადგილზე გაეცნენ აღნიშნული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებასა და უნიკალურ კოლხურ ტყეებს, მომავალ წელს დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.




„დღეისათვის, UNESCO-ს მიერ საქართველოდან სამი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია დაცული - სვანური კოშკები, გელათი და მცხეთა. ჩვენ პირველი პრეცედენტი გვაქვს, როდესაც ვსაუბრობთ იუნესკოს მიერ ბუნებრივი მემკვიდრეობის აღიარებაზე. როდესაც ტერიტორია შედის UNESCO-ს დაცული ტერიტორიების ნუსხაში, ამით მისი უნიკალურობის ხაზგასმა ხდება, რადგან ეს უკვე საერთაშორისო დონეზე აღიარებაა. ვფიქრობ, ტერიტორიების ეს სტატუსი ეკოტურიზმის შესაძლებლობასა და ცნობადობას გაზრდის, რაც უფრო მეტ მნახველს, ტურისტს, მკვლევარს და მეცნიერს მოიზიდავს. ყოველივე ეს, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ბოლო წლებში, ვცდილობთ დავნერგოთ ის სტანდარტები, რომელიც დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვას უკავშირდება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
საქართველოს 4 დაცული ტერიტორია - მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები პირველად, საქართველოს ისტორიაში, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მოსაპოვებლად მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინეს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, აღნიშნულ ტერიტორიებს სტუმრობდნენ UNESCO-სა და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) ექსპერტები, რომლებიც ადგილზე გაეცნენ არსებულ ბიომრავალფეროვნებასა და უნიკალურ კოლხურ ტყეებს.



დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მნიშვნელობის ბუნებრივი ობიექტების მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას და რაოდენობის ზრდას.
დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად ნომინირების ინიციატივა, 2017 წლიდან გერმანიის მთავრობის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და მიხეილ ზუკოვის ფონდის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება და უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს ქვეყნისთვის.
ბათუმში გამართულ კონფერენციას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე არეშიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი, აჭარის მთავრობისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
access_time2019-12-05 14:50:25
5 დეკემბერს, ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  5 დეკემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონრები და სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ერთობლივი სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებულ ლიბერთის...

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“
access_time2019-12-05 18:30:54
ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტების ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძირითადად ამ ინიციატივას უარყოფითი შეფასებები მოყვა.   „ბანკებისა და ფინანსების" აზრით „ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“, კომერსანტმა ამ განცხადების და ინიციატივის შინაარსის შეფასება სთხოვა საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენს, ვასილ ბაბლუანს, რომელიც საქართველოშიც ახორციელებს...

Apple-ის ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს

 Apple-ის  ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს
access_time2019-12-05 19:00:14
1993 წელს მოკლული კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის ძმამ, რობერტო ესკობარმა დრეკადი სმარტფონი გამოუშვა, რომელიც 350 დოლარი ღირს - ეს ამ მოდელის ყველაზე იაფი ტელეფონია მსოფლიოში.   რობერტო ესკობარი აპირებს Apple-ის ჩაძირვას და იმის დამტკიცებას, რომ კარგი სმარტფონი 1000 დოლარზე ნაკლები შეიძლება ღირდეს.   მოდელი სახელწოდებით Escobar Fold 1, წარმოადგენს ჩინური Royole FlexPai ოქროსფერ ანალოგს და მისი რეალური ფასი 1400...

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“
access_time2019-12-05 17:30:48
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 თვეში ბიუჯეტიდან 1.67 მილიარდი ლარი აითვისა. უწყების ინფორმაციით სამინისტროს 11 თვის ბიუჯეტის შესრულება 2019 წელს ისტორიულად ყველაზე მაღალია. ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის სიდიდე არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო იზრდება, რათა...

რა ზიანი შეიძლება მიადგეს კერძო ბიზნესს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად

რა ზიანი შეიძლება მიადგეს  კერძო ბიზნესს  აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად
access_time2019-12-05 16:30:07
ბიზნესი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სიგარეტზე აქციზი ეტაპობრივად გაიზარდოს. მათი თხოვნაა, ეტაპობრივად გაიზარდოს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი, ადვალური კი პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს. სექტორი იმ უარყოფით შედეგებზე საუბრობს რომელიც ბიზნეს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად მიადგება. კომერსანტი თამბაქოს ინდუსტრიის განცხადებას უცვლელად გთვაზობთ. „იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადის გაზრდამ 2019 წლის განმავლობაში მისი რამდენიმე ეტაპად გაძვირება გამოიწვია....


მსგავსი სიახლეები

up