ლევან დავითაშვილი: „ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც სოციალური ბენეფიტის მიმღებია, თავს არიდებს ლეგალურად შრომას”

ლევან დავითაშვილი: „ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც სოციალური ბენეფიტის მიმღებია, თავს არიდებს ლეგალურად შრომას”

access_time2021-11-25 11:40:00

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხით, ბევრი რამ გაკეთდა; დასაქმების კუთხით უამრავი ნაბიჯი გადაიდგა, შეიქმნა დასაქმების სააგენტო, ჩამოყალიბდა ახალი მიდგომები, მოხდა მოსახლეობის კონკრეტული საჭიროებების ანალიზი, გვაქვს უფრო საიმედო მონაცემთა ბაზები, რაც გაანალიზებულია დეტალურად, მუნიციპალიტეტების ჭრილში. ეს ყველაფერი არის წინაპირობა, რომ ჩვენ მოვემზადოთ უფრო თამამი, უფრო პასუხისმგებლიანი და ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის განხორციელებისათვის. ზუსტად ეს არის პასუხი კითხვაზე - რატომ დღეს და არა გუშინ. ყველაფერს სჭირდებოდა მომზადება”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რუსთავი 2-ის ღამის კურიერის ეთერში.



როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან ბევრი ადამიანი, ის ვინც სოციალური ბენეფიტის მიმღებია, თავს არიდებს ლეგალურად შრომას, ხშირ შემთხვევაში, იმის გამო, რომ თვლის, ეს შეიძლება იყოს დროებითი დასაქმება ან დაბალანაზღაურებადი სამუშაო.




„ყველაზე დაბალი ანაზღაურებაც კი, სოციალურ დახმარებაზე მეტია, მაგრამ მაინც ფიქრობენ, რომ სოციალური დახმარება სტაბილური და დიდი ხნის შემოსავალია; ურჩევნიათ ამ სტატუსის შენარჩუნება, ვიდრე სამუშაოზე დათანხმება. ამის გაუმჯობესების მცდელობა იყო, გვაქვს ახალ პოლიტიკაშიც. ასე რომ, ეს იყო სამთავრობო გუნდში განხილვის საგანი წლების განმავლობაში. რაღაც გაუმჯობესებები გვქონდა, მაგალითად, დასაქმებულებს სოციალური დახმარება გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ უჩერდებოდა, რომ წაგვეხალისებინა დასაქმება სოციალური დახმარებების მიმღებთათვის, ის რისკები, რომ სოციალურ დახმარებას დაკარგავდნენ - შეგვემცირებინა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო და ის ინიციატივა, რაც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, გულისხმობს უფრო მეტად გაუმჯობესებულ ხედვას”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.




სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით!

სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით!
access_time2021-12-07 09:55:26
სილქფესტი 7 დეკემბერს ულიმიტო პირობებს...

„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
access_time2021-12-06 17:50:47
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და  არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და...

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა
access_time2021-12-06 18:00:16
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.43 თეთრით 3.0967-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0900 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 3.09 თეთრით 3.4993-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.10 თეთრით 4.1037-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.60 თეთრით 1.8215-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.44 თეთრით 0.2247-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.06 თეთრით 6.2921-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 4.26 თეთრით...

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება
access_time2021-12-06 18:30:16
ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს  „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. „ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით,  ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი...

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში
access_time2021-12-07 10:00:58
„ინფლაცია არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, ეს არის მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების გამოწვევა. აშშ-ში 6.2% ინფლაცია, გერმანიაშიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან მაღალი ინფლაციაა და ნუ წარმოვაჩენთ ამას როგორც მხოლოდ საქართველოს პრობლემას, ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიტანა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე...


მსგავსი სიახლეები

up