ლევან დავითაშვილი: „დეტალურად ვმუშაობთ კურორტების განვითარების მიმართულებით, მიმდინარე წელს კერძო სექტორისთვის  საპრივატიზაციო პაკეტების შეთავაზებას დავიწყებთ“

ლევან დავითაშვილი: „დეტალურად ვმუშაობთ კურორტების განვითარების მიმართულებით, მიმდინარე წელს კერძო სექტორისთვის საპრივატიზაციო პაკეტების შეთავაზებას დავიწყებთ“

access_time2022-10-05 23:00:00

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, უწყება დეტალურად მუშაობს კურორტების განვითარების მიმართულებით. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მალე პრეზენტაცია გაკეთდება და უკვე მიმდინარე წელს კერძო სექტორისთვის საპრივატიზაციო პაკეტების შეთავაზება დაიწყება. ამასთან, მისი თქმით, იქ, სადაც სახელმწიფო მზად არ არის, რომ კერძო სექტორს საპრივატიზაციო პაკეტი შესთავაზოს, რადგან პირობითად, შეიძლება არ არსებობდეს განაშენიანების გეგმა, მუშაობა წარიმართება სივრცით დაგეგმვაზე, რათა ეს კურორტები სწორად განვითარდეს.


ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ასევე გარკვეული მიმართულებით საჭიროა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, რომელიც კურორტების განვითარების ახალი სააგენტოს მიერ უკვე იგეგმება.



„ჩვენ შევარჩიეთ ძალიან ბევრი საინტერესო, ხშირ შემთხვევაში მიტოვებული, ნაკლებად ცნობილი ადგილებიც კი, რა თქმა უნდა, დამატებით შევისწავლეთ ყველა ის კურორტი და პოტენციური კურორტი, რომლებიც საბჭოთა პერიოდიდან იყო ცნობილი და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია - ასეთი სია არსებობს. თუმცა, ძალიან ბევრს ახლებური გააზრება, გადახედვა ჭირდება, რადგან ბევრი შეიძლება არც ისე საინტერესო ან კონკურენტუნარიანი შეიძლება იყოს თანამედროვე პირობებში. ახლა ვართ შერჩევის პროცესში, რადგან, ქვეყანას, რა თქმა უნდა, რესურსები შეზღუდული აქვს და ასობით კურორტს ერთიანად ვერ განვავითარებთ, მაგრამ რეგიონის ხელისუფლებებთან მჭიდრო თანამშრომლობით თითქმის ყველა რეგიონში შევარჩიეთ პრიორიტეტული მიმართულებები - ეს იქნება უფრო მსხვილი, საკურორტე ადგილები, სადაც მოხდება სივრცითი დაგეგმვა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ასევე შეირჩა უფრო მცირე ადგილებიც, სადაც ტექნიკურ-ეკონომიკური გეგმების შემუშავება კურორტს ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის. მისი ინფორმაციით, არის კიდევ ისეთი საკურორტე ადგილები, სადაც არსებოს მზა საპრივატიზაციო სახელმწიფო ქონება ანუ ობიექტები, რომლებიც უკვე შეიძლება გამოიყენოს კერძო სექტორმა - მთავრობა მათ პრივატიზებას უკვე მიმდინარე წელს დაიწყებს.






„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს

„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს
access_time2022-12-03 22:50:49
    დიდი ბრიტანეთის დანაშაულის ეროვნული სააგენტო (NCA) იტყობინება, რომ 58 წლის რუსი ბიზნესმენი ლონდონში დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (TASS) წყარო ირწმუნება, რომ ის Alfa Group-ის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანია. ინფორმაციას ...

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა
access_time2022-12-03 22:20:33
2021 წელს ევროკავშირმა 328 მლრდ ევრო დახარჯა კვლევასა და განვითარებაზე, (R & D) რაც 6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს ამ მიმართულებით 310 მლრდ ევრო დაიხარჯა, მონაცემებს ევროსტატი აქვეყნებს.   2021 წელს R&D ხარჯები მშპ-ს პროცენტულად ყველაზე მაღალი დაფიქსირდა: შვედეთში (3.35%), ავსტრიასა (3.22%) და ბელგიაში (3.19%). ყველაზე დაბალი - რუმინეთში (0.48%), მალტასა (0.65%) და ლატვიაში...

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს
access_time2022-12-03 19:30:40
მარცვლეულის მსოფლიო ფასი ნოემბერში 1,3%-ით დაეცა. ამის მიზეზია შავი ზღვაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება.   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ ბრიფინგზე განაცხადა.   „მარცვლეულის ფასის ინდექსი 1,3%-ით დაეცა. ნოემბერში კლება განპირობებულია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის...

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა
access_time2022-12-03 20:00:58
სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა.   მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს.   მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური...

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ
access_time2022-12-03 19:00:47
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ყოველწლიურად 70 მილიონზე მეტ ადამიანს აინფიცირებს და დაახლოებით 400 000-ს კლავს. ვირუსი ღვიძლის ქრონიკულ ინფექციას იწვევს და უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება ღვიძლის ქსოვილის ნაწიბურების წარმოქმნა ან კიბოც კი გამოიწვიოს, წერს Inverse-ი.   ამჟამად HCV-ის შედეგად გამოწვეული ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ძვირია და პაციენტს ხელახალი...


მსგავსი სიახლეები

up