ლევან დავითაშვილი: „ციტრუსის ხარისხის გათვალისწინებით, 2019 წელი ფერმერებისთვის გამორჩეულად წარმატებული იქნება“

ლევან დავითაშვილი: „ციტრუსის ხარისხის გათვალისწინებით, 2019 წელი ფერმერებისთვის გამორჩეულად წარმატებული იქნება“

access_time2019-12-02 15:25:31

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ტიტე აროშიძესთან ერთად, ბათუმში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„ციტრუსის ხარისხის გათვალისწინებით, 2019 წელი ფერმერებისთვის გამორჩეულად წარმატებული იქნება. მანდარინის კრეფის სეზონი ინტენსიურ ფაზაში შედის, ეს არის ერთ-ერთი ინდუსტრიული კულტურა, რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული აჭარის და გურიის მოსახლეობის შემოსავლები და მათი ეკონომიკური მდგომარეობა. შესაბამისად, აჭარაში განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაოები. რაც შეეხება მიმდინარე წელს, უნდა აღინიშნოს, გვაქვს ხარისხიანი მოსავალი, რაც პირდაპირ კავშირშია ფასებთან. კარგი შედეგები გვაქვს ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. ძირითადი ბაზარი, ტრადიციულად, უკრაინა და რუსეთია, თუმცა მოთხოვნა გაზრდილია შუა აზიაში, დაინტერესებაა ბელორუსიდანაც; ბაზრების გეოგრაფია იზრდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გათვალისწინებული აქვს სუბსიდირება იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა. ყველა რესურსი მობილიზებულია, რომ მოსახლეობას ჩაბარების პრობლემა არ შეექმნას. საწარმოები სრულ მზადყოფნაშია, რომ მანდარინის დაბინავების პროცესმა რიგების გარეშე ჩაიაროს.



ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო შპს ,,ქართული მანდარინი’’ დაათვალიერეს და ციტრუსის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნენ. ,,ქართული მანდარინი’’ მიმდინარე წელს გეგმავს 1000 ტონამდე სტანდარტულ ციტრუსის მიღებას და 20000 ტონამდე არასტანდარტული მანდარინის გადამუშავებას, რომლისგანაც დამზადდება კონცენტრირებული წვენი.



დღეის მდგომარეობით, უკვე ექსპორტირებულია 7 900 ტონა სტანდარტული მანდარინი. წელს ტრადიციულ ბაზრებს (რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი) 4 ქვეყანა სლოვენია, სინგაპური, ლიეტუვა და ყატარი დაემატა.



ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა, რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.



თეგები:
ციტრუსი



„ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ გვაწყობს“-ფინანსთა მინისტრის იდეებს ენერგეტიკოსები არ ეთანხმებიან

„ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ გვაწყობს“-ფინანსთა მინისტრის იდეებს ენერგეტიკოსები არ ეთანხმებიან
access_time2020-02-21 12:29:41
„გარანტირებულ შესყიდვებზე ხელსაყრელი ელექტროენერგიის იმპორტია და ეს პრაქტიკა წარსულს უნდა ჩაბარდეს“- ფინანსთა მინისტრი ახალი ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ თუ რას შეცვლის იგი ელექტროსისტემაში ეს გაუკვეველია. მინისტრის პოზიცია ცალსახაა, იმპორტული ელექტროენერგიის ადგილობრივით ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ ღირს. 2019 წელს საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტზე...

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 50 379 477 ლარი იქნა ათვისებული - გაამართლა თუ არა სახელმწიფო პროგრამამ?

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 50 379 477 ლარი იქნა ათვისებული - გაამართლა თუ არა სახელმწიფო პროგრამამ?
access_time2020-02-21 10:45:38
 სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს „დანერგე მომავალი“, რომლის მიზანიცაა  საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით. საქართველოს მთავრობა აღნიშნული პროექტით ცდილობდა იმპორტირებული პროდუქცია ჩაენაცვლებინა და გაეზრდა საექსპორტო პოტენციალი, რის შემდეგაც სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა...

2024 წლიდან ახალ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ

2024 წლიდან ახალ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ
access_time2020-02-20 18:00:17
2024 წლიდან ახალ შენობებს, ასევე იმ შენობებს, რომელთაც მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია უტარდებათ, ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტს. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ახალი შენობები ან მათი ნაწილები, ასევე არსებული შენობები, რომლებიც იყიდება, ქირავდება ან იჯარით გაიცემა, დაექვემდებარება სერტიფიცირებას, ხოლო სერთიფიკატის...

კრიპტოვალუტით გამდიდრებული მილიარდერები

კრიპტოვალუტით გამდიდრებული მილიარდერები
access_time2020-02-20 20:00:11
კრიპტოვალუტებმა მსოფლიო ბაზარზე  ადგილი  საბოლოოდ დაიმკვიდრეს. მართალია ბიტკოინი 10 000 დოლარამდე გაიაფდა, თუმცა, ვირტუალური ფულისთვის ასეთი რყევა უცხო არ არის. დღეს ბიტკოინი 9800 დოლარი ღირს, გასულ კვირაში კი კურსი 10 430-მდე იყო გაზრდილი. ეთერიუმის ფასი რამდენიმე დღის წინ  270 დოლარამდე გაიზარდა, დღეისათვის კი 252 დოლარს...

„ავტობუსის მძღოლების ზეგანაკვეთური სამუშაო, მძღოლების მოთხოვნითაა განპირობებული“ - თბილისის სატრანსპორტო კომპანია

„ავტობუსის მძღოლების ზეგანაკვეთური სამუშაო, მძღოლების მოთხოვნითაა განპირობებული“ - თბილისის სატრანსპორტო კომპანია
access_time2020-02-20 17:00:17
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსების მძღოლებს ზეგანაკვეთურად ამუშავებს და ამით მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. მონიტორინგი 2017 და 2018 წლების პერიოდს მოიცავს და აღნიშნულია, რომ უმრავლეს შემთხვევაში, დარღვეულია მძღოლების ზეგანაკვეთურად მუშაობის ზედა ზღვარიც (48სთ).   უმაღლეს აუდიტორულ  ორგანოში ამბობენ, რომ 2017...


მსგავსი სიახლეები

up