ლევან დავითაშვილი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და აშშ-თან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ბრუნვის გაზრდა“

ლევან დავითაშვილი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და აშშ-თან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ბრუნვის გაზრდა“

access_time2019-09-11 13:07:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის და საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად კახეთში, რთველის დაწყების პროცესს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



დელეგაციების წევრები საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ჰოლდინგის მოწვევით იმყოფებიან.



„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საუბარია საფრანგეთზე, რომელიც უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს აწესებს ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების მიმართ. კომპანიამ Bolero & Company გააფორმა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც საფრანგეთში წლის ბოლომდე რამდენიმე ათას ტონამდე სპირტის მიწოდებას ითვალისწინებს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე კი ღვინის ექსპორტის ზრდის საკითხები განვიხილეთ. რამდენიმე წელია ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ აშშ-თან ბაზარზე ცნობადობის შესაქმნელად. სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს ამერიკის ბაზარი არის პირველ ათეულში, თუმცა ჩვენი ამბიცია და სურვილია, რომ ის იყოს ერთ-ერთი პირველი ბაზარი საექსპორტო ქვეყნებს შორის. ამერიკელებთან საუბარი გვქონდა საბრენდე სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების საქართველოდან ექსპორტზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.




„ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ ჰოლდინგს Bolero & Company და ფრანგულ კომპანია „ტესსანდიე ეთ ფილს“ შორის გაფორმდა 25 წლიანი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი. თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი აშშ-ის უმსხვილეს ალკოჰოლურ კომპანიებთანაც, რომელიც ქართულ-ამერიკული ბრენდის შექმნას, ასევე აშშ-ის ბაზარზე ქართული პროდუქციის - ღვინის, ბრენდისა და სხვადასხვა დაძველების საბრენდე სპირტის რეალიზაციას ითვალისწინებს.



აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში ტეხასის წარმომადგენელთა პალატის წევრები, ტეხასის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, ტეხასის ალკოჰოლური სასმელების კომისიის წევრები, ტეხასის ეკონომიკური განვითარების კომისიის ვიცე-პრეზიდენტი და მეღვინეობის ინდუსტრიის წარმომადგენლები შედიან, ხოლო საფრანგეთის დელეგაციას ეროვნული ასამბლეის დეპუტატები წარმოადგენენ.



ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის და საფრანგეთის წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრები ქართული ღვინის 8000 წლიან ისტორიას და მეღვინეობის კუთხით დღეს არსებულ ვითარებას ეცნობიან. სტუმრები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, შპს „ღვინის ლაბორატორიას“, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას და „წინანდლის ედემს“ სტუმრობდნენ – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.








აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი 0%-ითაა ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი 0%-ითაა ათვისებული
access_time2019-09-16 18:00:58
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, 0%-ითაა ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან 30%-მდე...

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის
access_time2019-09-16 14:30:27
„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.   ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია,...

Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს

  Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს
access_time2019-09-16 15:40:55
რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში შესაძლოა „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს? როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ ეთერში აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინა ანაკლიის ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი —  ბრიტანული საინვეტსიციო კომპანია  Meridian capital...

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: „პარლამენტში აღარც მალავენ, რომ თამბაქოს ბიზნესს ლობირებენ“

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: „პარლამენტში აღარც მალავენ, რომ თამბაქოს ბიზნესს ლობირებენ“
access_time2019-09-16 13:30:32
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. რეგულაციები ახალი ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესებს შეეხება. თამბაქოს მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულები გახდებიან თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის ბაზარზე შეტანის შემთხვევაში შესაბამის უწყებებს შეატყობინონ. ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა თამბაქოს კონტროლის ალიანსმა, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტში არსებულ ამ კანონპროექტს აკრიტიკებს და მას თამბაქოს...

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხაზარაძის განცხადებას პასუხობს : ვადასტურებთ, რომ მინისტრი ნამდვილად შეხვდა კომპანია meridian capital limited-ის წარმომადგენლებს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხაზარაძის განცხადებას პასუხობს :  ვადასტურებთ, რომ მინისტრი ნამდვილად შეხვდა  კომპანია  meridian capital limited-ის წარმომადგენლებს
access_time2019-09-16 12:30:02
საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ გადაცემაში „მთავარ აქცენტები“ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში ინვესტორებისთვის  ხელისშემშლელ ფაქტებზე ისაუბრა. ხაზარაძემ  ღიად დაასახელა  ვიცე–პრემიერი მაია ცქიტიშვილი და განაცხადა: “ ინვესტორი, რომელიც აქ იყო, გუშინ გაფრინდა.  ეს არის ინგლისური კომპანია. ფონდის წარმომადგენლები, გუშინწინ შეხვდნენ ვიცე–პრემიერ...


მსგავსი სიახლეები

up