ლევან დავითაშვილი: „ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს სხვადასხვა კულტურაში  ათეულობით  თანამედროვე ბაღი გაშენდა“

ლევან დავითაშვილი: „ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს სხვადასხვა კულტურაში ათეულობით თანამედროვე ბაღი გაშენდა“

access_time2020-09-09 13:34:06

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გორის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „პომონა“ ვაშლის ბაღში პირველი მოსავლის აღებას დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


პროგრამის ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ინტენსიური ბაღის საპროგნოზო მოსავლის რაოდენობა 80 ტონას შეადგენს.



„პროგრამა „დანერგე მომავალი“ აერთიანებს ყველა აუცილებელ მოთხოვნას და ტექნოლოგიას, რაც საშუალებას აძლევს ფერმერს გააშენოს თანამედროვე, ინტენსიური ბაღები და მიიღოს მაღალი ხარისხის, უხვი მოსავალი. ეს კოოპერაციული ბაღი ამის ნათელი მაგალითია. რამდენიმე წლის წინ, ასეთი მეურნეობები საქართველოში საერთოდ არ არსებობდა. ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის - წარმოების სხვადასხვა ეტაპზე თანადაფინანსების და მხარდაჭერის, ტექნიკური დახმარების და ცოდნის გაზიარების შედეგად, დღეს სხვადასხვა კულტურაში გაშენდა ათეულობით ასეთი ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ბაღი. იმედი გვაქვს, რომ სწორედ მსგავსი თანამედროვე მეურნეობების შექმნა-განვითარებით, ის ჩარევა, რასაც დღეს სახელმწიფო არასტანდარტული მოსავლის დაბინავების კუთხით ახორციელებს, საჭირო აღარ იქნება. ჩვენი ფერმერები შეძლებენ აწარმოონ მარალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი პროდუქცია და დააკმაყოფილონ არა მხოლოდ ადგილობრივი მოთხოვნა, არამედ გავიდნენ საექსპორტო ბაზრებზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.




პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „პომონა“ ვაშლისა და ბლის ბაღი 12 ჰა-ზე გააშენა, მათ შორის 5 ჰა -ზე ვაშლის ბაღი პანდემიის პერიოდში გაშენდა.



კოოპერატივმა, ნერგების, სარწყავი და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობისათვის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების სახით 220 000 ლარი მიიღო. „პომონა“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ბენეფიციარია, სესხის ოდენობა 620,000 ლარს შეადგენს.



პროგრამის „ დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღი 2 387 ჰა-ზეა გაშენებული, სახელმწიფო თანადაფინანსება 16 მლნ ლარს შეადგენს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „პომონა“ ვაშლის ბაღში მოსავლის აღების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძეც ესწრებოდა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up