ლევან დავითაშვილი: „ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“

ლევან დავითაშვილი: „ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“

access_time2021-04-22 14:20:00

„დღეს, 22 აპრილს დედამიწის დღეა. „ერთად, ჩვენ შეგვიძლია, აღვადგინოთ დედამიწა! - ასეთია მთავარი გზავნილი, რომლითაც მსოფლიო, 2021 წელს, დედამიწის დღეს აღნიშნავს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს დაცვის, როგორც გლობალური გამოწვევის პროცესში, თანმიმდევრულად მუშაობს გარემოსდაცვითი პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე.


ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.


აქტიურად მიმდინარეობს ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის და დაცული ტერიტორიების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად განვითარების მიმართულებით მუშაობა, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვას და ეკოტურიზმის განვითარებას. უკანასკნელ პერიოდში დაცული ტერიტორიების ფართობი, რეკორდულად, 280 000 ჰა-ით გაიზარდა და ჩვენი ქვეყნის თითქმის 12% ტერიტორიას მოიცავს.


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატყეო სექტორის რეფორმა და ტყის მდგრადი მართვა, რომელიც ტყის ახალი კოდექსის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა ვმართოთ მდგრადად ტყე, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის, დაახლოებით, 40%-ია.



რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციის უმნიშვნელოვანესი საფუძველი - კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” დამტკიცდა, რაც  ქვეყანაში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი გარემოსდაცვითი მმართველობის შექმნის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.


ჩვენ დავაწესეთ ახალი სტანდარტები, რათა მაქსიმალურად შევამციროთ სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურება და ეს დადებითად აისახოს ცალკეულ ქალაქებში ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.


სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ნარჩენების პრევენცია, ხელახლა გამოყენება და გადამუშავება. ამ მიზნის მისაღწევად, ვიწყებთ პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს პლასტმასის არამდგრად გამოყენებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და შეამცირებს გარემოზე მიყენებულ ზიანს.


აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის პროცესი, რომელიც გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობასა და სასკოლო სივრცეში ინტეგრირებას ითვალისწინებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, გაძლიერდება დაწყებითი საფეხურის 20 000 პედაგოგის შესაძლებლობები, ხოლო 250 000 მოსწავლე უკეთესად შეისწავლის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება,  ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი”, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის „დედამიწის დღის” აღნიშვნასთან დაკავშირებულ მიმართვაში.


ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up