სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი მიზანი აქვს - მლრდ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი მიზანი აქვს - მლრდ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი

access_time2021-04-12 16:30:00

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, დარგის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივები და რთველი 2021-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



2020 წელი მეღვინეობის დარგისთვის რთული და გამოწვევებით სავსე იყო. წელს, ჩვენი საქმიანობა არსებული გამოწვევების დაძლევისა და დარგის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისკენ იქნება მიმართული. მეღვინეებთან და მევენახეებთან კომუნიკაცია იანვრიდან დაიწყო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში, როდესაც, გამოწვევების დასაძლევად, თითოეული ჩვენგანის ჩართულობა და პასუხისმგებლობა დიდია. შეხვედრები გაგრძელდება რეგულარულად, რათა ერთად ვიმსჯელოთ დარგის განვითარების პერსპექტივებზე. ეს ეხება როგორც რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ასევე ღვინის სექტორის განვითარების 10-წლიან სტრატეგიას და პრიორიტეტებს. ჩვენი მიზანია, მიმდინარე წლიდან, პრიორიტეტი გახდეს ყურძნის ხარისხი და არა რაოდენობა. ხარისხიანი, კონდიციური ყურძენი განაპირობებს ღვინის ხარისხობრივი პარამეტრების გაუმჯობესებას, რაც დადებითად აისახება ქართული ღვინის ფასზე და შესაბამისად, როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების შემოსავლებზე. მაღალი ხარისხი, საშუალებას მოგვცემს ქართულმა ღვინომ დაიმკვიდროს სათანადო ადგილი საექსპორტო ბაზრებზე. ეს გზა მეღვინეობის ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამა გაიარა“, - განაცხდა ლევან დავითაშვილმა.



როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართული ღვინის ექსპორტმა 100 მლნ ბოთლს მიაღწია. ორიენტირი კი, ექსპორტის შემდგომ ზრდაზეა მიმართული. სამინისტროს გათვლით, 2030 წლისთვის, საქართველოდან უნდა განხორციელდეს 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი. მიზნობრივ ბაზრებზე ქართული ღვინო ნიშურიდან საერთაშორისოდ დამკვიდრებულ კატეგორიაში უნდა გადავიდეს. ამისთვის საკმარისი არ იქნება ცნობადობის გაზრდისკენ მიმართული მხოლოდ სახელმწიფოს მხარდაჭერა, საჭიროა კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა.




ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ რთველი 2021-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. როგორც აღინიშნა, გამკაცრდება ყურძნის ხარისხის კონტროლი, რაც ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება მუდმივი პროცესია და სწორედ ვენახის მოვლასა და ყურძნის კონდიციაზეა დამოკიდებული ქართული ღვინის ხარისხი, მისი საერთაშორისო რეპუტაცია და, შესაბამისად, საექსპორტო ფასი. გარდა ამისა, კონტროლი განხორციელდება დაცული ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე.



მიმდინარე წელს, იგეგემება ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, რაც ასევე მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up