ლევან დავითაშვილი: „ჩვენი ფერმერები ჩადიან გმირობას, როცა რთულ პირობებში ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შრომობენ“

ლევან დავითაშვილი: „ჩვენი ფერმერები ჩადიან გმირობას, როცა რთულ პირობებში ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შრომობენ“

access_time2020-04-23 14:52:16

„ფერმერებს შეექმნათ გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ გადაწყვეტილებები რომლებსაც ვიღებთ არის არსებული ვითარებიდან გამომდინარე. შესაბამისად, გარკვეული კომპრომისი აუცილებელია“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


„ჩვენ გვაქვს ჩვენი ფერმერების მხრიდან სოლიდარობის მოლოდინი. ჩვენი ფერმერები ჩადიან გმირობას, როცა რთულ პირობებში ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შრომობენ. ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ მათ მხარდასაჭერად. იქნება გარკვეული სირთულეები და უხერხულობები ამ შემზღუდავი მექანიზმების გამო, მაგრამ სხვაგვარად, წარმოუდგენელია, რომ ჩვენ მივაღწიოთ პროგრესს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.



27 აპრილიდან, ქვეყანაში, ეტაპობრივად, დაიწყება მობილობის ზრდა, რაზეც დეტალურად პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს. შესაბამისად, გადაადგილების მეტი საშუალებები იქნება, რაც ნიშნავს, რომ რეალიზაციის პრობლემები უფრო მეტად მოგვარდება. ძალიან მნიშვნელოვანია სარეალიზაციო არხების საკითხი. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლის თანახმადაც, ეტაპობრივად, აგრარული ბაზრები, შესაბამისი სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეძლებენ ოპერირებას.




ჩვენ ვმუშაობთ, რომ ორგანიზებულად მოხდეს კომუნიკაცია მსხვილ მყიდველებსა და გამყიდველებს შორის. ყველა ეს ღონისძიება სიტუაციას შეამსუბუქებს. ეტაპობრივად, სულ უფრო ნაკლები წნეხი ექნებათ ფერმერებს. თუმცა, ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ის შეზღუდვები, რომლებიც მოქმედებს გარდაუვალი აუცილებლობიდანაა გამომდინარე“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up