ლევან დავითაშვილი: ,,ჩვენ ვასრულებთ პრემიერის მიერ მოსახლეობისთვის მიცემულ დანაპირებს და პროგრამაში „დანერგე მომავალი“  მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა“

ლევან დავითაშვილი: ,,ჩვენ ვასრულებთ პრემიერის მიერ მოსახლეობისთვის მიცემულ დანაპირებს და პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა“

access_time2020-03-05 14:32:34

დღეს, მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„ცვლილებების თანახმად, პროგრამაში გაჩნდა ახალი კომპონენტი, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს.



„ამ ცვლილებას მოსახლეობა ითხოვდა. ეს საკითხი შიდა ქართლში, ფერმერებთან პრემიერის შეხვედრაზეც გაჟღერდა, რადგან აქტუალურია საოკუპაციო ხაზის მდებარე სოფლებში წყლითუზრუნველყოფის საკითხი. ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს და მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ჭის, ჭაბურღილების და სატუმბი სისტემების დამონტაჟების შემთხვევაში სახელმწიფო 50%-იან თანადაფინანსებას მოახდენს. იმისთვის, რომ პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარების ბაღები კლიმატური რისკებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული, წახალისდება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟება და თანადაფინანსება. ეს თანამედროვე ტექნოლოგიების დამონტაჟების საშუალებას მისცემს იმ ფერმერებს, რომლებიც ახალ ბაღებს გააშენებენ ან არსებული ბაღების მოდერნიზაციით არიან დაინტერესებულნი. მნიშვნელოვანი ცვლილებაა პროგრამაში ახალი კულტურის დამატება. დაფნა საკმაოდ საინტერესო სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. საქართველოს ამ კულტურის წარმოების ტრადიციები ჰქონდა. ქართული დაფნა ახალ ბაზრებზე შედის. იზრდება მისი ექსპორტიც. ქართული დაფნის ექსპორტი უკვე ხორციელდება, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ასევე ევროპის ქვეყნებში. კომერციული ბაღების გაშენების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამას „დანერგე მომავალი“ დაფნის კულტურის გაშენების თანადაფინანსებაც დაემატება“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.




პროგრამაში შესული ცვლილებების თანახმად, პოტენციურ ბენეფიციარებს სეტყვის დამცავი სისტემების მოწყობა და ჭა/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობა შეეძლებათ, როგორც არსებული, ასევე გასაშენებელი ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღისთვის. ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ ვენახის, ვაშლის, მსხლის და ბლის ბაღებისთვის განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობა ღირებულების არაუმეტეს 10%-ისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში - არაუმეტეს 20%-ისა.



იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის, 1 ჰექტარზე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების თანადაფინანსება მოიცავს მაქსიმუმ 7 300 ლარს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში - 14 600 ლარს. ბენეფიციარებს ასევე დაუფინანსდებათ ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 50%, მაგრამ არაუმეტეს 15,000 ლარისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების შემთხვევაში - არაუმეტეს 60%, მაგრამ არაუმეტეს 18,000 ლარისა. მოსახლეობის მხრიდან მაღალი მოთხოვნის შესაბამისად, პროგრამის „დანერგე მომავალი“ გასაშენებელი კულტურების ჩამონათვალს დაფნის კულტურაც დაემატა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up