ლევან დავითაშვილი: „ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობთ გარემოსდაცვითი მიმართულებებით პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე”

ლევან დავითაშვილი: „ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობთ გარემოსდაცვითი მიმართულებებით პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე”

access_time2020-12-16 16:00:00

„ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობთ გარემოსდაცვითი მიმართულებებით პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც განსაზღვრული გვაქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით და რომელიც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობის და პოლიტიკის სრულად დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან” – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას.


„სამინისტრომ შეიმუშავა არაერთი საკანონმდებლო აქტი.


დამტკიცდა ჰაერის ხარისხის მართვის ახალი, ევროპული სტანდარტები;


დამტკიცდა 2020-2022 წლების ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა;


საწვავის ხარისხის ნორმების დაცვის მიზნით, მნიშვნელოვნად გამკაცრდა სანქციები დარღვევისთვის;


დამტკიცდა ახალი რეგულაციები სამრეწველო საწარმოებიდან ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და გამონაბოლქვის კონტროლის ევროპული სისტემის დანერგვის მიზნით;


ქვეყნის 200-მდე მსხვილ საწარმოს მომდევნო წლიდან დაუდგინდა მოთხოვნები ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად;
დადგინდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ევროპული სტანდარტები;


მომზადდა „წყლის რესურსების მართვის შესახებ” კანონპროექტი. ახალი კანონმდებლობა დანერგავს მდინარეთა სააუზო მართვას;


შემუშავდა საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა პროგრამის პროექტი;


შემუშავდა კლიმატის ცვლილების ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განახლებული დოკუმენტი;


შემუშავდა კლიმატის ცვლილების სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა.


ტყის ახალი კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს დაამტკიცა, სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს


ახალი კოდექსის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, წარმოადგენს ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს.


ტყის ახალი კოდექსის ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობის, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და სატყეო მეურნეობის განვითარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში (იმერეთი; გურია, სამცხე-ჯავახეთი; მცხეთა-მთიანეთი; კახეთი, შიდა ქართლი) მოეწყო 26 „საქმიანი ეზო“, რაც უზრუნველყოფს ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების გამარტივებას.



როგორც ცნობილია, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორცილებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში.


შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა გაცილებით ეფექტიანად განხორციელდება, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.


გასული საუკუნიდან საქართველოში, წაბლის დაავადების გამოჩენის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პირველად განხორციელდა სრულყოფილი და თანმიმდევრული სამეცნიერო და სატყეო ღონისძიებები დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებით


ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდი ხელს შეუწყობს დაავადებული წაბლნარი კორომების გაჯანსაღებას, რაც წლების განმავლობაში პრობლემად რჩებოდა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.


ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, 2020 წელს, დაავადების აღმოჩენის შემდეგ, პირველად განხორციელდა ჰიპოვირულენტური შტამების შეტანა ზესტაფონის სატყეო უბნის ბოსლევის სატყეოში, სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე (43 ჰა), სადაც სანიტარული ჭრის განხორციელების შემდეგ, სპეციალურად გამოიყო საექსპერიმენტო უბნები. შტამების შეტანა 200-მდე დაავადებულ წაბლის ხეზე მოხდა. მომდევნო წლების მანძილზე კი განხორციელდება აღწერითი სამუშაოები, დეტალური დაკვირვება და მონიტორინგი.


ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა, რომლის მეშვეობით ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვა ხდება


მას ათწლიანი სარევიზიო პერიოდი აქვს. პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან შეძლო. დღეისთვის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისთვის და მომზადებულია ტყის მართვის ათწლიანი გეგმები.


2020 წელს, ტყის ინვენტარიზაცია და 10 წლიანი მართვის გეგმების მომზადება განხორციელდა 150 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე, რაც წინა წლების წლიურ მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია, რომ ახმეტისა და დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბნის ტყის ინვენტარიზაცია ახალგაზრდა მეტყევე სპეციალისტების მიერ განხორციელდა, რომლებიც 2019-2020 წლებში ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადებული სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ, დასაქმდნენ საველე სამუშაოებზე. სააგენტოს მიერ 2019 წელს ინიცირებულმა ამ პროცესმა ახალგაზრდებში მეტყევის პროფესიისადმი ინტერესის ზრდას შეუწყო ხელი და სასწავლო პროგრამის ფარგლებში 2020 წელს 21 ახალი მეტყევე-ტაქსატორი გადამზადდა, რაც წინა წლის მსურველთა რაოდენობას აღემატება.

2020 წელს, დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად, 122 374 ჰა-ით, გაიზარდა


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დაცული ტერიტორიების შექმნა/დაარსება, გაფართოება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების შესაბამისად განვითარებაა.


2020 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად 122 374 ჰა-ით გაიზარდა და დღეისათვის შეადგენს 793 351 ჰა–ს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.38%-ია. 2020 წელს, შეიქმნა 3 ახალი დაცული ტერიტორია და გაფართოვდა ერთი.
2020 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო კონსერვაციული და რეინტროდუქციის პროექტების მიმართულებით. ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF)-ის მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს ჯეირნების პოპულაციის აღდგენის პროექტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე - მათი რაოდენობა უწყვეტად იზრდება და ამ ეტაპზე 150 ინდივიდს შეადგენს. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე წარმატებით დაინერგა აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის ტელემეტრიული მონიტორინგი, პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია NACRES-ის მიერ ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


აჯამეთის აღკვეთილში, 2016 წლიდან დღემდე, მიმდინარეობს საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, იმერული მუხის აღდგენის პროექტი, დაახლოებით 56 ჰა ფართობზე.


2020 წელს, გრძელდება მენეჯმენტის გეგმების შემუშავება და არსებულის განახლება, მათ შორის, შემუშავდა 1 ახალი მენეჯმენტის - ალგეთის ეროვნული პარკის და განახლდა 7 დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა. არსებული მდგომარეობით, 20 ტერიტორიული ადმინისტრაციიდან დაცული ტერიტორიების მართვას დამტკიცებული მენეჯმენტის გეგმით ახორციელებს 13.


დაცულ ტერიტორიებზე, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს პატრულირებისა და ბიომონიტორინგის თანამედროვე SMART ტექნოლოგიების დანერგვა, დაცვა-მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით.


აღსანიშნავია, ასევე, მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებებიც, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ბზის ალურას წინააღმდეგ გამოსაყენებელი პრეპარატების შესხურება ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალში, კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე და კოლხეთის ეროვნულ პარკში. ბორჯომ-ხარაგაულის, ყაზბეგისა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის, ნეძვის აღკვეთილის წიწვოვან ტყეებში გამოყენებულ იქნა ფერომონიანი საჭერები. მაჭახელას ეროვნულ პარკში კი დაწყებულია წაბლის კიბოს კვლევა GEF/UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით.


დაცული ტერიტორიების სააგენტოს საგრანტო პროექტების პორტფელის ღირებულება უპრეცედენტოდ მაღალია და 54 მილიონ ლარს აღწევს


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობენ დაცული ტერიტორიების საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებაზე, როგორც არსებულ, ასევე ახალი პარტნიორების მოძიების მიმართულებით. საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია როგორც ფინანსური მხარდაჭერა, ისე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საქართველოში დანერგვა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს საგრანტო პროექტების პორტფელის ღირებულება უპრეცედენტოდ მაღალია და მიმდინარე პერიოდში 54 მილიონ ლარს აღწევს, საიდანაც 2020 წლისთვის გათვალისწინებული იყო დაახლოებით 14 მილიონი. ამ პროექტებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიის განვითარების ბანკის (KFW), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), შვედეთის მთავრობის, ევროკავშირის (EU), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF), მსოფლიო ბანკის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მხარდაჭერა.


2020 წელს განხორციელებული პროექტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი კორონავირუსის Covid 19-ის გამო არსებული გამოწვევების დასაძლევად მიღებული 4 200 000 ლარის გრანტი. ასევე, აღსანიშნავია, ფშავ-ხევსურეთის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა შატილში, რომელიც წელს დაიწყო და 4 000 000 ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს. დასრულდა საზოგადოებრივი სკვერის მშენებლობა მანგლისში (ინვესტიცია დაახლოებით 760 000 ლარი), დასრულდა საფეხმავლო ბილიკების მშენებლობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ნეძვის აღკვეთილში და დასრულების ეტაპზეა აბასთუმნის და ალგეთის ეროვნული პარკის ბილიკების მოწყობა (ინვესტიცია ჯამში დაახლოებით 1 მილიონი ლარი), აშენდა „თოკების პარკის“ ატრაქცია კოლხეთის ეროვნულ პარკში (ინვესტიცია 285 000 ლარი).
2021 წელს, ამ ეტაპზე არსებული გეგმების მიხედვით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება, რომელთა ჯამური ღირებულება 60 მილიონ ლარამდეა. გრანტები მიმართულია საკონსერვაციო ღონისძიებების გასაძლიერებლად, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. მათ შორის, დაგეგმილია ოქროჯანაშვილის მღვიმის განვითარების პროექტი, რომლისთვისაც გამოყოფილია 1 995 000 ლარის ფინანსური რესურსი. საოპერაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად კი სააგენტოს ბიუჯეტში მობილიზებული იქნება დაახლოებით 3 990 000 ლარის გრანტი.



საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 2020 წელს, ეკოტურიზმის განვითარებისთვის, 7 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ხორციელდება


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო, Covid-19 გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, აქტიურად განაგრძობს ეკოტურიზმის განვითარებას.
2020 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 30-მდე ეკოტურისტული პროექტი მიმდინარეობს და საერთო ჯამში 7 000 000-მდე ლარის ინვესტიციას შეადგენს. პროექტების განხორციელების მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა.


აშენდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და დასრულების ეტაპზეა 200 კმ-მდე საფეხმავლო ეკოტურისტული ბილიკები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილსა და აბასთუმნის ტერიტორიაზე, სათაფლიაში, აჯამეთის აღკვეთილში, ალგეთის ეროვნულ პარკში. კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“ მოეწყო. ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში, შატილში, მიმდინარეობს 4 მილიონ ლარამდე ღირებულების საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა.


ახალი კორონავირუსის Covid 19-ის პანდემიის მიუხედავად, შეუჩერებლად მიმდინარეობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული მოცულობის საინვესტიციო პროექტების განხორციელება, რომელთა ღირებულება 89 მილიონ ლარზე მეტია. მათ შორის, წალკის (ყოფილი დაშბაშის) კანიონზე, რომელიც საქართველოში პირველი კერძო საერთაშორისო ინვესტიციაა.


აღნიშნული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, პანდემიის დასრულების შემდეგ, ტურისტული ნაკადების მოზიდვას დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივ მოსახლეობას კი დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს.


დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან: გერმანიის განვითარების ბანკი (KFW), კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), შვედეთის მთავრობა, ევროკავშირი (EU), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF), მსოფლიო ბანკი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), რომელთა მხარდაჭერითა და ჩართულობით განხორციელდა და მიმდინარეობს ეკოტურიზმის განვითარება საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up