ლევან დავითაშვილი: „ჩვენ შევძელით გადაგვერჩინა თხილის მოსავალი და შედეგად წელს 40-45 ათას ტონა  მოსავალს ველოდებით“

ლევან დავითაშვილი: „ჩვენ შევძელით გადაგვერჩინა თხილის მოსავალი და შედეგად წელს 40-45 ათას ტონა მოსავალს ველოდებით“

access_time2019-09-05 23:25:09

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა   კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას  აზიურფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრა.


„არ შეიძლება, არ აღინიშნოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა, რაც  ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ჩვენს მიერ მავნებლის წინააღდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებები, საერთაშორისო ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა. ბოლო პერიოდში საქართველოში მყოფი   სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველომ შეძლო და უმოკლეს დროში გასაოცარ შედეგს მიაღწია და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ქართული პროგრამა ენტომოლოგიის ისტორიაში შევა როგორც გზამკვლევი’’,-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


,,მიმდინარე წელს, სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, ჩვენ შევძელით გადაგვერჩინა თხილის მოსავალი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად,  გაიზარდა თხილის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები და მიმდინარე წელს დაახლოებით 40-45 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ველოდებით.  ეს არის დაახლოებით 110 000 000 დოლარის ექსპორტი წელიწადში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 



სიტყვის გამოსვლისას მან ასევე ისაუბრა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხზე, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მოსავლის ხარისხს და აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციები სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, მკაცრად გააკონტროლოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო პუნქტები. 


ლევან დავითაშვილმა გაერთიანებული  კომიტეტების სხდომაზე, ყურადღება გაამახვილა  სურსათის უვნებლობის კუთხით გაზრდილ ინსპექტირებასა და შემცირებულ დარღვევებზე.







გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up