ლევან დავითაშვილი:  „ჩვენ გვჭირდება აგრარული სფეროს პროფესიონალები. ამიტომ პროექტები, რომლებიც პოპულარიზაციას უწევს ახალგარზრდებში სოფლის მეურნეობის მიმართულებებს,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”

ლევან დავითაშვილი: „ჩვენ გვჭირდება აგრარული სფეროს პროფესიონალები. ამიტომ პროექტები, რომლებიც პოპულარიზაციას უწევს ახალგარზრდებში სოფლის მეურნეობის მიმართულებებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”

access_time2020-10-06 12:10:39

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ხანიშვილთან, საქართველოში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენელთან, დემნა ძირკვაძესთან და ორგანიზაციის „მომავლის ფერმერი“ თავმჯდომარესთან, რუსუდან გიგაშვილთან ერთად, სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციის მიზნით გამართული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„სოფლის მეურნეობის ეფექტიანად და სწორად განვითარებისთვის, თანამედროვე ცოდნა აუცილებელია. ჩვენ გვჭირდება აგრარული სფეროს ახალგაზრდა პროფესიონალები, ამიტომ პროექტები, რომლებიც პოპულარიზაციას უწევს ახალგარზრდებში სოფლის მეურნეობის მიმართულებებს, განსაკუთრებით დასაფასებელია. აღსანიშნავია, სამინისტროსა და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა, რომლის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. მათ შორის არის ეს ინიციატივაც, რომელიც ახალგაზრდების სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესებისა და წახალისების მიზნით, კონკურსის ჩატარებას გულისხმობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დარგით მომავალი თაობის დაინტერესებას, ორგანიზაციის „მომავლის ფერმერი“ ინიციატივით გაიმართა. კონკურსის მხარდამჭერები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) და კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტი.



როგორც „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარემ, რუსუდან გიგაშვილმა აღნიშნა, კონკურსში, ქვეყნის მასშტაბით მდებარე ათეულობით სკოლა ჩაერთო. მონაწილეებმა წარადგინეს ინფორმაცია საკუთარი მეურნეობების და საკარმიდამო ბოსტნების, შერჩეული სათესლე/სანერგე მასალების, ჩატარებული აგროტექნიკური სამუშაოებისა და მიღებული მოსავლის შესახებ. კონკურსი, სკოლების მეურნეობებისა და საკარმიდამო ბოსტნების ადგილზე ნახვასა და შეფასებას ითვალისწინებდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით, პროცედურები ონლაინ რეჟიმში განხორციელდა.




საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულები კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტის მიერ სასკოლო კონკურსების შეფასებისთვის შემუშავებული კრიტერიტერიუმების მიხედვით გამოავლინა. კონკურსის პირველ ეტაპზე შეირჩა 37 მონაწილე, საიდანაც მეორე ეტაპზე გადავიდა 10. ქართველი და ამერიკელი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა კომპეტენტურმა კომისიამ კი, სამი გამარჯვებული გამოავლინა შემდეგ ნომინაციაში:



• გუნდური ნამუშევარი - მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლა, ეკოკლუბი „მაი“ - მე-9, მე-10, მე-11 კლასის 9 მოსწავლე. წარმოებული კულტურები: სალათის ფურცლები, ბროკოლი.



• მრავალფეროვანი ბოსტანი - გორის მუნიციპალიტეტი, სოფელ თორტიზას საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი სირბილაძე. წარმოებული კულტურები: პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი, კიტრი, ყაბაყი, გოგრა, კომბოსტო.



• ყველაზე მოტივირებული - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლაშა-გიორგი კუჭაშვილი. წარმოებული კულტურა: მარწყვი.
გამარჯვებულებს პლანშეტები, მაღაზიის „ბიბლუსი“ ვაუჩერები, სიგელები და სერტიფიკატები გადაეცათ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up