ლევან დავითაშვილი: „ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული მიდგომები სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, რომელიც თანხვედრაშია ევროპულ პოლიტიკასთან”

ლევან დავითაშვილი: „ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული მიდგომები სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, რომელიც თანხვედრაშია ევროპულ პოლიტიკასთან”

access_time2021-01-13 12:40:00

„ასოცირების ხელშეკრულებამ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ განსაზღვრა ჩვენი ახლებური, ევროპული განვითარების დღის წესრიგი, რაც დიდ წილად სოფლის მეურნეობის განვითარებასაც გულისხმობს. ჩვენ შევიმუშავეთ სოფლის მეურნეობის განვითარების პირველი სტრატეგია, შემდგომ უკვე სოფლის განვითარების სტრატეგია, რაც უფრო მეტად სოფლის ეკონომიკის ხელშეწყობას გულისხმობს. დღეს უკვე გვაქვს ახალი დოკუმენტი, რომელიც 2021-2027 წლების სოფლის განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. თანმიმდევრულობა შედეგებში აისახა“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„სოფლის მეურნეობის გამოშვება 2012 წლისთვის 3 მლრდ-ზე ოდნავ მეტი იყო; 2020 წლის სოფლის მეურნეობის გამოშვება, საპროგნოზო მონაცემებით, 6 მლრდ-მდე უნდა იყოს. სოფლის მეურნეობის დოვლათი, რაც ქვეყანაში იქმნება, თითქმის 50 %-ით არის გაზრდილი. 70 %-ით არის გაზრდილი ერთ დასაქმებულზე სოფლის მეურნეობის გამოშვება. პროდუქტიულობა ერთ დასაქმებულზე უფრო გაიზარდა ანუ, უფრო ტექნოლოგიური გახდა სოფლის მეურნეობა. და ერთიც მინდა აღვნიშნო, დამატებითი ღირებულება, ანუ ის, რასაც სოფლის მეურნეობა ქმნის ეკონომიკაში, დაახლოებით, 1 მლრდ ლარით გაიზარდა ბოლო 8 წლის განმავლობაში.



ჩვენ მილიარდზე მეტი ღირებულების პროდუქცია შემოგვაქვს ყოველ წელს და, პრაქტიკულად, არაფერი გაგვქონდა.



დაახლოებით 750 მილიონ დოლარზე მეტი იყო ეს უარყოფითი ბალანსი, რაც დღეს, ისტორიულ მინიმუმზე დავიდა და 250 მლნ დოლარს შეადგენს. 500 მლნ დოლარზე მეტით გაუმჯობესდა ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ამ სექტორში.



ერთ წელიწადში და მოკლევადიან პერსპექტივაში სოფლის მეურნეობის არცერთი გადაწყვეტილება შედეგს არ იძლევა; სოფლის მეურნეობაში თანმიმდევრულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ბევრი კრიტიკის და სპეკულაციის მიუხედავად, ჩვენ თანმიმდევრულ პოლიტიკაზე უარი არ გვითქვამს. ბევრი რამ ჯერ კიდევ მისაღწევია, მაგრამ თვალსაჩინო მნიშვნელოვანი შედეგები უკვე გვაქვს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.









დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-22 21:00:57
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში...

“დღეს ფაქტობრივად შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

“დღეს ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
access_time2021-01-22 16:00:04
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  თითქოს როგორც ინდიელები ჰყავდათ რეზერვაციაში, ასე ვართ  მოქცეული, ოღონდ  იქ  ყველანაირად სოციალურად უზრუნველყოფილები იყვნენ. დღეს  ფაქტობრივად  გაგვწირეს  შიმშილისთვის,...

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი
access_time2021-01-22 17:00:04
„ლილო მოლის“ პრეზიდენტი ლევან გაგუა „ბიზნესპარტნიორთან“ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათთვის 15 თებერვლამდე გახსნის გადავადება მოულოდნელი იყო. როგორც გაგუა განმარტავს, სავაჭრო სივრცეში, რითეილში ეს მდგომარეობა 2 თვეზე მეტია გრძელდება, საუბარია, ბაზრობების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე. „მძიმე ვითარებაა. რითეილის სფეროში გარკვეულ კატეგორიას ეძლევა უკვე მეორედ გახნის, არსებობის საშუალება,...

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე
access_time2021-01-22 13:20:14
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.„ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული, გონივრული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მიერ ნავთობპროდუქტების სექტორში ინიცირებული და განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები უდაოდ არის...

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-22 15:10:00
1-ლი მარტიდან გახსნას აზრი აღარ ექნება, რადგან ბიზნესი ამ დროს უკვე აღარ იარსებებს - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მოქმედებები აბსოლუტურად ალოგიკურია. ,,ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ. დღეს გაირკვა, რომ ამაზე მსჯელობენ და დღეიდან ეს ჩემთვის მავნებლების საბჭოა და მხოლოდ ასე...


მსგავსი სიახლეები

up