ლევან დავითაშვილი: „ჩვენ აქცენტი ყოველთვის გვქონდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე“

ლევან დავითაშვილი: „ჩვენ აქცენტი ყოველთვის გვქონდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე“

access_time2020-05-14 15:46:36

„ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები არ შეცვლილა - ჩვენ აქცენტი ყოველთვის გვქონდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე. პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის ზრდა, ეს არის ის მიმართულებები, რომლებიც ჩვენ დამტკიცებულ სტრატეგიებში გვაქვს და რომელსაც, სხვადასხვა სამოქმედო გეგმის მიხედვით, სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით. ეს პროგრამები დაფინანსებულია ბიუჯეტიდან. დამატებითი დახმარების პაკეტი, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ გვქონდა, უკავშირდება კრიზისს.


არაერთხელ განგვიცხადებია და პრემიერმა დღესაც განაცხადა, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზი შესაძლებლობებად უნდა ვაქციოთ. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიუბრუნდა სოფელს და დაიწყო ფერმერული საქმიანობა იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკის სტრუქტურა გარკვეულწილად შეიცვალა. როდესაც ადამიანებს ჰქონდათ შეზღუდული სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობა, ობიექტური პირობებიდან გამომდინარე, როდესაც გვქონდა შეზღუდული მობილობა, მკაცრ საკარანტინო პირობებში ფერმერული საქმიანობა, დაშვებული იყო არა მხოლოდ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ღია სივრცეში მუშაობა ნაკლები რისკის მომტანია, რაც, შესაბამისად, შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვისაც მიწა აქვს ლეგალურად, რომ ფერმერული საქმიანობა განავითარონ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მათ ახალ შესაძლებლობებს ვაძლევთ. ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია და თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელიც გვაქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერას - ეს არის ფერმერების კონკურენტუნარიანობის ზრდა, მეტი კომერციალიზაცია, მეტი კოოპერაცია იმისთვის რომ ისინი იყვნენ კონკურენტუნარიანები და მდგრადები. რა თქმა უნდა, აქცენტი კვლავ გვაქვს მაღალი ღირებულების და საექსპორტო კულტურებზე. სამინისტროს არცერთ პროგრამაში კორექტირება არ გაუკეთებია ამ კუთხით. აქცენტი იქნება მეხილეობის იმ მიმართულებებზე, რომელსაც სახელმწიფო ბოლო წლებია ინტენსიურად აფინანსებს. უახლოეს ხანში, ეს იქნება მრავალმილიონიანი შემოსავალი, მათ შორის, საექსპორტო შემოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ყოველწლიურად დავინახავთ, თუ როგორი მზარდი იქნება შემოსავალი ახალგაშენებული, თანამედროვე, ინტენსიური ბაღებიდან, რომელსაც სახელმწიფო, თანადაფინანსების კუთხით, მხარს უჭერს.


კრიზისი გადაივლის, რა თქმა უნდა, გაძლიერდება და რეცესიიდან გამოვა მსოფლიო ეკონომიკა და ამ მაღალი ღირებულების კულტურებზე მოთხოვნა დაბრუნდება. 2020 წლის პროგნოზი ასევე ძალიან კარგია თხილის კულტურაზე, რომელიც ჩვენი საექსპორტო პოტენციალის დიდ ნაწილს, აგროსასურსათო პროდუქტის, ფაქტობრივად, თითქმის მესამედს წარმოადგენს. ამ მიმართულების მხარდაჭერა წელსაც ძალიან მსხვილი პაკეტით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up