ლევან დავითაშვილი: „ბოლო 8 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობაში განხორციელდა  700 მლნ ლარის სახელმწიფო ინვესტიცია, რამაც კერძო სექტორიდან, დამატებით, 4 მლრდ-მდე ლარის ინვესტიციის მოზიდვა უზრუნველყო“

ლევან დავითაშვილი: „ბოლო 8 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობაში განხორციელდა 700 მლნ ლარის სახელმწიფო ინვესტიცია, რამაც კერძო სექტორიდან, დამატებით, 4 მლრდ-მდე ლარის ინვესტიციის მოზიდვა უზრუნველყო“

access_time2021-02-20 13:26:37

საქართვლოს პარლამენტის დეპუტატებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის სამთავრობო პროგრამა მოისმინეს.

„2012 წლამდე, ქვეყანაში არ არსებობდა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა; 2012-2020 წლებში, დარგისადმი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა. მთავრობის ძალისხმევით, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და კერძო სექტორის ჩართულობით, აგროსასურსათო სექტორის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები მივიღეთ.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ჩვენ გვაქვს მუდმივად მზარდი სტატისტიკა. 2020 წლის  პირობებშიც კი, მიუხედავად პანდემიისა, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში გვქონდა რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები. 2020 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის გამოშვებამ 6 მლრდ ლარს გადააჭარბა, 12%-ით გაიზარდა დამატებითი ღირებულება, რაც სტრატეგიებზე დაფუძნებული თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

ბოლო 8 წლის განმავლობაში, დარგში განხორციელდა  700 მლნ ლარის სახელმწიფო ინვესტიცია, რამაც უზრუნველყო კერძო სექტორიდან, დამატებით, 4 მლრდ-მდე ლარის ინვესტიციის მოზიდვა. 

სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამები  ფარავს სოფლის მეურნეობის წარმოების ყველა რგოლს, როგორც პირველად წარმოებას,  ისე გადამმუშავებელ მიმართულებას; მოიცავს, როგორც  საკრედიტო, ასევე საგრანტო კომპონენტს და უზრუნველყოფს მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვას. მაგალითად, მრავალწლოვანი კულტურების განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 2015 წლიდან დღემდე, თანამედროვე ინტენსიური ბაღები გაშენდა 11,421  ჰექტარ მიწის ფართობზე, სახელმწიფოს ინვესტიციამ 80 მლნ ლარი შეადგინა, რაც ჯამური ინვესტიციის მესამედია, ჯამური ინვესტიცია კი, 140  მილიონ ლარს აჭარბებს.  

ძალიან მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები. ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას სამელიორაციო სისტემის მოწესრიგებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოყალიბდა მიწის მდგრადი მართვის და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვის მიმართულებით”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up