2013 წელს სოფლის მეურნეობა გამოცხადდა, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და უპრეცენდენტოდ დიდი დახმარება იყო ამ პერიოდში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. მან პირდადი სახსრებით დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დახარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე განაცხადა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ეს იყო, ფაქტობრივად, გარდამტეხი მომენტი სოფლის მეურნეობაში, რადგან ამ პერიოდამდე ქვეყანას ჰქონდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების შემცირება.
„სოფლის მეურნეობაში დამატებითი ღირებულება მცირდებოდა და ფაქტობრივად სოფლისკენ მიბრუნება ჩვენი მოსახლეობის ზუსტად ამ სტიმულმა გამოიწვია. ამის შემდგომ ჩვენი პოლიტიკა იყო თანმიმდევრული. ეს იყო ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
imedinews.ge