ლევან დავითაშვილი: „ბატონი ბიძინა ივანიშვილი არა ერთ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს ჯანსაღი გარემოსთვის და ეკოლოგიისთვის“

ლევან დავითაშვილი: „ბატონი ბიძინა ივანიშვილი არა ერთ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს ჯანსაღი გარემოსთვის და ეკოლოგიისთვის“

access_time2020-10-05 15:19:22

„ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის თბილისის მერიისთვის გადაცემა განსაკუთრებული ფაქტია. აქ განხორციელდება ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - მოეწყობა ცენტრალური პარკი. როგორც ქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ისე სტუმრებისთვის, შეიქმნება ეკოლოგიურად სუფთა გარემო. წლების განმავლობაში, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არა ერთ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს ჯანსაღი გარემოსთვის და ეკოლოგიისთვის, მათ შორისაა შავ ზღვისპირეთში განხორციელებული ახალი ცენტრები, რომლებმაც ქვეყნის ტურისტული მიზიდულობა სრულად შეცვალა. ასევე პროექტი, რომელიც თბილისის ქედის გამწვანებას, ველობილიკების მოწყობას, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. ამ ჩამონათვალში, მაინც განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის ცენტრალური პარკი ქალაქის ცენტრში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„ეკოლოგიური თვალსაზრისით, შუა ქალაქში არსებული მწვანე სივრცე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყოველივე ეს თანხვედრაშია მთავრობის პოლიტიკასთან. ჩვენ დავამტკიცეთ თბილისის ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა, რომელმაც მრავალი მიმართულებით განსაზღვრა ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება. დედაქალაქის მერიას აქვს თანმიმდევრულ პოლიტიკა, რომელსაც ყოველწლიურად ახორციელებს ქალაქის გამწვანების და სატრანსპორტო პოლიტიკის კუთხით. ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული ამ ჩამონათვალში მაინც იქნება ეს დიდი კონტრიბუცია, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილისგან, მისი ოჯახისგან მიიღო ქალაქმა. ეს არის 50 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება, რომელიც ქალაქმა დაიბრუნა. ჩვენ გვახსოვს, ეს ქონება გასხვისებული იყო სახელმწიფოს მიერ, ფაქტობრივად განწირული მორიგი მშენებლობებისთვის, რომელიც ეკოლოგიურ წნეხს კიდევ უფრო დაამძიმებდა ქალაქში. ამის სანაცვლოდ, ჩვენ მივიღეთ, ერთი მხრივ, მრავალმილიონიანი ქონება ქალაქისთვის და, მეორე, დაპირება, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აუცილებლად შეასრულებს, ეს იქნება მრავალმილიონიანი ინვესტიცია იმისთვის, რომ ჩვენი დედაქალაქის ცენტრში მაღალი დონის პარკი მოეწყოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.








„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up