ლევან დავითაშვილი: „ახალი სახელმწიფო პროგრამით, ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც  ბიზნესი საკუთარი ინტერესების დაზიანების გარეშე მოახდენს მოსახლეობის აუცილებელი პროდუქციით უზრუნველყოფას”

ლევან დავითაშვილი: „ახალი სახელმწიფო პროგრამით, ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ბიზნესი საკუთარი ინტერესების დაზიანების გარეშე მოახდენს მოსახლეობის აუცილებელი პროდუქციით უზრუნველყოფას”

access_time2020-04-07 23:10:11


„დღეის მდგომარეობით, პირველადი საჭიროების და მნიშვნელობის სასურსათო პროდუქტების  კომპენსირება გადაწყდა მთავრობის მიერ. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების აღსრულებას, ჩვენ ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ვახორციელებთ ფასების დეტალურ მონიტორინგს. ჩვენ ვიქნებით კატეგორიულები და მომთხოვნები ბიზნესსექტორთან; ამის უფლება გვაქვს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და ამ მდგომარეობაში ყველამ საგანგებოდ უნდა ვიმუშაოთ.  მე მაქვს მუდმივი კომუნიკაცია, ფაქტობრივად, ყველა რგოლთან, ძალიან ბევრ ბიზნესსუბიექტთან და ვიცი მათი განწყობები. ხშირ შემთხვევაში, ისინი ძალიან სოლიდარულები არიან. ამ მოცემულობაში ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ხაზგასმით აღვნიშნავ, ერთი მხრივ, თუ იქნება დარღვევები, მთავრობის დადგენილებაში გაწერილია სანქციები  - ძალიან დიდი ჯარიმები კომპანიებისთვის, რომლებიც ამ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და, მეორე მხრივ, პროგრამებში მონაწილეობა არის კომპანიების ბიზნესუპირატესობაც. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც  ბიზნესი თავისი ინტერესების დაზიანების გარეშე მოახდენს საზოგადოების ინტერესების დაცვას და მათი აუცილებელი პროდუქციით უზრუნველყოფას. მოვუწოდებ კომპანიებს, რომ ჩაერთონ ამ პროგრამაში. გარკვეული დრო დასჭირდათ კომპანიებს პროგრამის პირობების და მოთხოვნების გასააზრებლად, საჭირო იყო პროცედურების გავლა. ბოლო მონაცემებით, 16-ზე მეტი კომპანია აფორმებს ხელშეკრულებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან, რომ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კომპენსაცია მიიღოს. ამავდროულად, პროგრამა გულისხმობს ვალდებულებებს, რომ კომპანიებმა პროდუქციის ფასი არ გაზარდონ. ამ კვირის  განმავლობაში ზეთის, მაკარონის, ფქვილის ბევრი იმპორტიორი უკვე ჩაერთვება პროგრამაში და, შესაბამისად, თუ იყო ფასებთან დაკავშირებით გარკვეული რყევები და რაზეც მოსახლეობას ჰქონდა მყისიერი რეაქცია, ჩვენს ცხელ ხაზზე მუდმივად შემოდის ინფორმაცია, ეს ყველაფერი დარეგულირდება“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.





აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო
access_time2020-05-31 21:25:00
აჭარაში ახალი, 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ციხისძირში დეველოპერული კომპანია...

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს
access_time2020-05-31 20:00:50
2020 წლის 4 თვეში საქართველოს ეროვნ ბანკში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 6 779 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 200%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარების. 2019 წლის 4 თვეში ეროვნულ ბანკში შესული საჩივრების ოდენობა 2 262-ს...

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო
access_time2020-05-31 17:44:06
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები ხვალიდან იხსნება. ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. მოთხოვნები ღია...

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება
access_time2020-05-31 19:00:30
არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ იმაზე, თუ რას შეცვლის COVID-19 ჩვენს ცხოვრებაში და შეკითხვაში, რომელსაც მუდმივად განუსაზღვრელ მომავალში ვსვამთ და პასუხებში, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს: „შესაძლოა“, „ალბათ“, „სავარაუდოდ“… გამოგვრჩა ის, რომ ჩვენი ყოველდღიურობა უკვე ტრანსფორმირდა: მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, ბიზნესსაქმიანობა გაციფრულდა და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ, მიმდინარე მოვლენებთან ადაპტაცია მოუწია როგორც ბიზნესს, ისე მომხმარებელს. დღეს, მინდა, მოგიყვეთ 3 ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up