ლევან დავითაშვილი: „ახალი ინიციატივა ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის კიდევ უფრო ზრდას და პრემიუმ სეგმენტში ქართული ღვინის პოზიციების გამყარებას ხელს შეუწყობს “

ლევან დავითაშვილი: „ახალი ინიციატივა ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის კიდევ უფრო ზრდას და პრემიუმ სეგმენტში ქართული ღვინის პოზიციების გამყარებას ხელს შეუწყობს “

access_time2020-02-19 12:10:52

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვევრის, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტის დარეგისტრირების ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.



როგორც შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლებში, ქვევრის ღვინო სულ უფრო მოთხოვნადი და პოპულარულია, რასაც 2013 წელს, „იუნესკოს“ მიერ ქვევრის ღვინის ქართული ტრადიციული მეთოდისთვის არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. 2017 წელს, საქართველომ კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია - საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა.



„ქართული ღვინის ცნობადობისთვის, საერთაშორისო დონეზე ქვევრის ღვინის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის, ქვევრის ღვინო განსაკუთრებული ღირებულების პროდუქტს წარმოადგენს, ამიტომ დღის წესრიგში დადგა ქვევრის, ამ კულტურული მემკვიდრეობის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე დაცვა. გაზრდილი ინტერესის გამო, ქვევრის ღვინო საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებშიც იწარმოება. შესაბამისად, ჩვენი ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვევრის ღვინის რეპუტაციისა და პოპულარიზაციის კიდევ უფრო ზრდას, ასევე პრემიუმ სეგმენტში ქართული ღვინის პოზიციების გამყარებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.




სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV) ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შეტანის კუთხით მუშაობს. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართული ქვევრის ღვინო ჩამონათვალში რიგით მერვე იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის ზრდისთვის.



შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროების, ასევე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ასოციაციის „ქართული ღვინო“, იყალთოს ქვევრის პირველი სკოლა-აკადემიის წარმომადგენლები და მეცნიერები შევლენ. სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს ქვევრის გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისთვის საჭირო დასაბუთებულ სპეციფიკაციებსა და აუცილებელ სამართლებრივ მექანიზმებს. ეს იქნება საქართველოში პირველი შემთხვევა, როდესაც არასასურსათო პროდუქტი დარეგისტრირდება როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა.



ამ დრომდე, საქართველოში დარეგისტრირებულია 20-მდე გეოგრაფიული აღნიშვნა, მათ შორის, ჭაჭა, მაწონი, ჩურჩხელა, სვანური სულგუნი, გუდა და ა.შ.






სადეზინფექციო საშუალებების გაყიდვები თითქმის 5-ჯერ შემცირდა - აქვს თუ არა ხალხს კორონავირუსის დამარცხების ილუზია?

სადეზინფექციო საშუალებების გაყიდვები თითქმის 5-ჯერ შემცირდა - აქვს თუ არა ხალხს კორონავირუსის დამარცხების ილუზია?
access_time2021-02-26 10:00:24
      ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღას ებრძვის, ამავდროულად საზოგადოება, ბიზნესები და სტრუქტურები შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისთვის მზადებას იწყებენ. „კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად არის მოსახლეობაში შენარჩუნებული ინფორმაციულობა კოვიდ პანდემიის საშიშროებასთან დაკავშირებით და ხომ არ არის საფთხე, რომ ყველასთვის სასიხარულო შემსუბუქების ზომები ახალი ტალღის საწყისად იქცეს. რამდენიმე დღის წინ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში...

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
access_time2021-02-25 18:10:04
სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუქის კონტურია დატანილი. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან. სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-25 21:00:23
1. როგორი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა, რომ არა 1921 წლის 25...

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
access_time2021-02-25 20:00:09
ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციების, ამჯერად ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის და ამერიკის საჯარო სტრუქტურებზე კიბერშეტევის გამო ამზადებს.   დამსჯელი ზომების მიზანია მსოფლიოსთვის მკვეთრი სიგნალს გაგზავნა იმაზე, რომ რუსეთი აშშ-ს და მოკავშირეების წინაამღდეგ კიბერ-ინსტრუმენტებს წლების მანძილზე იყენებს, არჩევნებში ერევა, ჰაკერებთან თანამშრომლობს და ბოლო პერიოდში - აშშ-ს სახელმწიფო ორგანოების მუშაობას აფერხებს.   სასჯელი...

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს
access_time2021-02-25 19:00:13
კომპანია GeoFresh 2021 წელს ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტის დაწყებას სპარსეთის ყურის ქვეყნებში გეგმავს.   კომპანია 2016 წელს 2-მა ებრაელმა ბიზნესმენმა დააარსა და ის დღეს კახეთში 13 ჰექტრის სატაცურის, ხოლო სამეგრელოში ლურჯი მოცვის 7 ჰექტრის  პლანტაციებს ფლობს. სავარაუდოდ, 2021 სატაცურის მოსავალი 20-25, ხოლო ლურჯი მოცვის - 60-70 ტონას მიაღწევს.   ამ დროისთვის კომპანია Global G.A.P  სერტიფიკატის მიღებაზე მუშაობს, რაც შემდგომში...


მსგავსი სიახლეები

up