ლევან დავითაშვილი აშშ-ისა და საფრანგეთის დელეგაციებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი აშშ-ისა და საფრანგეთის დელეგაციებს შეხვდა

access_time2019-09-10 14:00:49


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის ტეხასის შტატის დელეგაციას, ასევე საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა.



შეხვედრებზე მხარეებმა ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საექსპორტო პოტენციალი და აშშ-ის ბაზარზე მისი რეალიზაციის ზრდის შესაძლებლობები განიხილეს.
ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს შესახებ და ყურადღება ღვინის წარმოების 8 ათასწლოვან უწყვეტ ისტორიაზე გაამახვილა. მინისტრმა დელეგაციის წევრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის და ჯიღაურას სანერგე მეურნეობაში დაცული ქართული ვაზის 500 ენდემური ჯიშის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.



„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. შესაბამისად, თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შედის და სტუმრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ამ პროცესის გაცნობა. იმედი მაქვს, რომ ქართველ მწარმოებლებსა და ამერიკულ კომპანიებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა და უახლოეს მომავალში, აშშ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემსყიდველი გახდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



კომპანიის „FRONTERA RESOURCES“ დამფუძნებლის, სტივ ნიკანდროსის განცხადებით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც სავაჭრო შესაძლებლობების კუთხით, წარმატების დიდი რესურსი გააჩნია.




ფრანგული კომპანია „დისტილერი ტესანდიე ე ფის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ყურადღება ქართული ღვინის ხარისხზე და საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა.



როგორც ფრანგული კომპანიის გენერალურმა დირექტორს, ჟერომ ტესანდიემ აღნიშნა, კომპანია ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიასთან „ბოლერო ჯგუფი“ 25 წლიანი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.



შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში კაკლოვანი კულტურების, მესაქონლეობის, ტყის მდგრადი განვითარებისა და დაცული ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს და მათ მნიშვნელობას.



უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის და საფრანგეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ჰოლდინგის, „ბოლერო ჯგუფის“ ორგანიზებით განხორციელდა.



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრებოდა.




„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

„ჩინეთიდან ვიზიტორების მოსაზიდად ქვეყანას აქტიური მარკეტინგული კამპანიის განხორციელება მოუწევს“

„ჩინეთიდან ვიზიტორების მოსაზიდად ქვეყანას აქტიური მარკეტინგული კამპანიის განხორციელება მოუწევს“
access_time2019-11-12 12:00:23
„იმ გარემოებაში, როდესაც საქართველოდან ჩინეთში ასე აშკარად იზრდება ღვინის ექსპორტი და მათგან დაინტერესებაც მზარდია, სრულიად რეალურია ტურიზმის განვითარებაც. თუმცა, იმ ბაზრებზე, სადაც არის პოტენციალი, რომ საქართველომ მოიზიდოს უფრო მეტი ვიზიტორი, მათ შორის ჩინეთიდან, ქვეყანას აქტიური მარკეტინგული კამპანიის განხორციელება მოუწევს და უნდა იმუშაოს, რომ მოხდეს მიზნობრივი ბაზრების დივერსიფიკაცია“,- ასე შეაფასა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა...


მსგავსი სიახლეები

up