საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, იმ ახალ გარემოებებზე და დახმარებებზე ისაუბრა, რასაც სამინისტრო, ფერმერებს სთავაზობს. „აგროკედიტის ფარგლებში გაჩნდა ახალი კონპონენტი, რომელიც საბანკო პროცენტის სრულ თანადაფინანსებას ითვალისწინებს, 5-დან 100,000-ლარამდე სესხებზე, გამოდის, რომ ფაქტობრივად უფასო ფულია. აღსანიშნავია, რომ უზრუნველყოფის ნაწილში, სახელმწიფო 50 %-ით თავდებად უდგება ფერმერებს, რომ უფრო მარტივი იყოს ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა და მათ ადვილად შეძლონ კრედიტების აღება“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
„ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში აღსანიშნავია ის ახალი დახმარებები, რომლებიც სოფლის მეურნეობისთვის არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამებს ვაგრძელებდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. დამატებითი კონპონენტები გაჩნდა, პირველ რიგში სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლება, რაც ჰექტარზე 70 ლარია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობების გაჩენა ჩვენი ფერმერებისთვის, რომელიც 1-წლიანი კულტურების მოყვანას უკავშირდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.