„პანიკური ქცევის შედეგად გარკვეული პრობლემები იქმნება მიწოდებაში. ამან შეიძლება შექმნას ფასების ზრდის ცდუნება. ამიტომ სახელისუფლებო ორგანოებს ურთულდებათ მუშაობა, რომ მივადევნოთ კონკრეტულ ობიექტებს თვალი, იმისთვის რომ არ მოხდეს სპეკულაციურად ფასების გაზრდა“, - ამის შესახებ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.
დავითაშვილის განცხადებით, 9 პროდუქტზე ფასების ობიექტური ზრდის მიზეზი არ არსებობს, რადგან იმპორტიორების სავალუტო რისკი დაზღვეულია. „ჩვენ როგორიცაა პური, ზეთი, მაკარონი, წიწიბურა, ბრინჯი, შაქარი, ფქვილი, რძის ფხვნილი ფასებს შევინარჩუნებთ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.