ლევან დავითაშვილი - 5,000 ჰექტრამდე ახალი  ბაღის გასაშენებლად  40 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

ლევან დავითაშვილი - 5,000 ჰექტრამდე ახალი ბაღის გასაშენებლად 40 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

access_time2020-10-22 21:46:18

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგობრივი მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან იყო მრავალწლოვანი კულტურების ხელშეწყობა, რაც სანედლეულო ბაზას უქმნის გადამამუშავებელ საწარმოებს, რომელიც ასაქმებს ჩვენს მოსახლეობას იძლევა დამატებით შემოსავლებს და გვაძლევს საშუალებას რომ მეტი საექსპორტო პროდუქცია ვაწარმოოთ ქვეყანაში“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სოფლის მეურნეობის პროგრამული მიმართულების წარდგენისას განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



მისი თქმით, სწორედ ამიტომ დაიწყო მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსებას გულისხმობდა.



„ ეს იყო საგრანტო თანადაფინანსება, იმიტომ რომ მრავალწლიან ინვესტიციებში ასეთ იაფ ფულად რესურსებთან ერთად საჭიროა გარკვეული საჩუქარი სახელმწიფოს მხრიდან. მნიშვნელოვანი საგრანტო დაფინანსების შედეგად ჩვენ მივიღეთ ახალი, თანამედროვე ინტენსიური ბაღები მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამას, ჩვენ 5,000 ჰექტრამდე ახალ ბაღს გავაშენებთ, რაზეც 40 მლნ ლარზე მეტს დავხარჯავთ“ - განაცხადა მინისტრმა.




მისივე თქმით, 2015 წლიდან, პროგრამის „დანერგე მომავალი" დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა 10,00 ჰა-მდე მიწის ფართობზე.



როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად სოფლის მეურნეობის სფეროში მიღწეული შედეგებისა, მისი პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად წინ დიდი სამუშაოა.



„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ დარგის პროგრესს, რომელიც მომავალ წლებში განვითარდება და ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით თანმიმდევრული იქნება. მოსახლეობას რაც დავპირდით, მნიშვნელოვანი ნაწილი შევასრულეთ, თუმცა ჩვენ ვართ განვითარების გზის მხოლოდ დასაწყისში. ერთ-ერთი პირველი რაც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება, ეს არის იაფ ფულად რესურსებზე ხელმისაწვდომობა. ეს იყო ჩვენი დაპირება, რომელიც შესრულდა 2013 წელს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ იაფი აგროკრედიტის პროგრამა. ჩვენ ვნახეთ თუ რამდენად შთამბეჭდავი იყო რიცხვები, თუმცა გავგრძელებთ ამ პროგრამას, რადგან გვესმის, რომ იაფი ფულადი რესურსები სოფლის მეურნებასთან და მასთან დაკავშირებული დარგების განვითარებისთვის აუცილებელია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up