ლევან დავითაშვილი: „2012 წლის შემდეგ ღვინის წარმოება და ექსპორტი 5-ჯერ გაზრდილია, რაც ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია“

ლევან დავითაშვილი: „2012 წლის შემდეგ ღვინის წარმოება და ექსპორტი 5-ჯერ გაზრდილია, რაც ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია“

access_time2020-09-02 20:00:31

„საქართველოში წარმოებული ღვინის დიდი ნაწილი, 80%-ზე მეტი, ექსპორტზე გადის. ზოგადად, საქართველოში აქცენტები კეთდება საექსპორტო პროდუქტებზე, რადგან პატარა ქვეყანა ვართ და მცირე შიდა ბაზარი გვაქვს“ – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„გარდა ამისა, შიდა ბაზარზე ტურისტული ნაკადების შემცირებამ იმოქმედა და ღვინის კომპანიებისთვის მდგომარეობა გაართულა. ექსპორტი შემცირებულია მცირედით რაოდენობაში, მაგრამ უფრო დიდად თანხაში. შემცირებული შემოსავლების პირობებში, შემცირებული იყო ღვინის კომპანიების მსყიდველობითი უნარი და თუ არა ის მასტიმულირებელი მექანიზმები, რომლებიც ჩვენ შევქმენით და თანხის განაწილება, რომელიც, ერთი მხრივ, გულისხმობდა სუბსიდირებას და, მეორე მხრივ, კომპანიებისთვის იაფი ფინანსური საბრუნავი საშულებების გაჩენას, რთველი იქნებოდა პრობლემატური. ჩვენ, გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ წლევანდელი რთველი ჩავატაროთ წარმატებით და ფერმერების შრომა დაფასდეს. მომავალ წლებში, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ თანმიმდევრულ მუშაობას, რომელიც მიდიოდა საექსპორტო ბაზრების ზრდის და გაფართოების კუთხით. ჩვენ, 2012 წელს, გვქონდა, დაახლოებით, 20 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი, დღეს გვაქვს, დაახლოებით, 100 მლნ ბოთლის ანუ 5-ჯერ გაზრდილი რაოდენობაში.




ასევე, მინიმუმ, 5-ჯერ არის გაზრდილი ინდუსტრია, გაზრდილია გადამმუშავებელი სიმძლავრეებიც, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან იყო თანადაფინანსებული. დღეს, დაახლოებით, 300 000 ტონა ყურძნის დაბინავებაზე ვსაუბრობთ, როდესაც ინდუსტრიულად 50 000 ტონა ყურძენი მუშავდებოდა. ეს რიცხვები ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი პოლიტიკა თანმიმდევრულია“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up