ლევან ბოძაშვილი - პუტინი ქართველებზე ზემოდან ყურებას არასდროს მოეშვება - ფრენებისა და ტურისტების ნაკადის შეწყვეტა, სასწრაფო სადამსჯელო ღონისძიებებია

ლევან ბოძაშვილი - პუტინი ქართველებზე ზემოდან ყურებას არასდროს მოეშვება - ფრენებისა და ტურისტების ნაკადის შეწყვეტა, სასწრაფო სადამსჯელო ღონისძიებებია

access_time2019-06-22 13:10:22

პუტინი ქართველებზე ზემოდან ყურებას არასდროს მოეშვება. ფრენებისა და ტურისტების ნაკადის შეწყვეტა სასწრაფო სადამსჯელო ღონისძიებებია პუტინის მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსული პოლიტიკა სინამდვილეში ქართველებსა და საქართველოს მეორეხარისხოვნად, არათანაბარ პარტნიორად მიიჩნევს, რომელმაც ხმის ამოღება ოკუპაციაზეც კი არ უნდა გაბედოს, არ გამოხატოს უკმაყოფილება და ლეგიტიმური არა უთხრას აგრესორს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ლევან ბოძაშვილმა ავიამიმოსვლის აკრძალვასთან დაკავშირებით ვლადიმირ პუტინის ბრძანების კომენტირებისას განაცხადა.


მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ რუსეთი პრაგმატულად მოქცეულიყო, გულისმოსაგები ნაბიჯი გადაედგა, პირიქით, დაადასტურა პომპეოს სიტყვები, რომ ცხვრის ტყავში გახვეული მგელია.


„მგლებს რას ვერჩი, ღირსეული ცხოველია, თორემ რუს პოლიტიკოსებს ღირსება ნამდვილად არ გააჩნიათ. ამას გარდა, თუ დავაკვირდებით, თავიდან მათი აქცენტი "ესტრემისტულ" ჯგუფებზე კეთდებოდა, ხოლო პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ კონკრეტული ზომები მიიღეს. ანუ თავის ჭკუით დასაჯეს ხალხი, ქვეყანა“, - განაცხადა ბოძაშვილმა.
ბოძაშვილი მიიჩნევს, რომ ახლა საჭიროა, ხელისუფლების ორგანოებმა ფუფუნება, ჯიპები და პრემიები მოიკლონ და ტურისტულ სექტორს დაეხმარონ, მოახდინონ კომპენსირება სეზონური დანაკლისის, “რათა ეს პერიოდი, რომელსაც ისედაც გადავიტანთ, ნაკლებად მტკივნეული იყოს“.


„მოვუწოდებ ყველა უწყების ხელმძღვანელს, რომ გამოამჟღავნოს სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითი და ამ მიმართებით იმოქმედოს. ამავე დროს, მხოლოდ იმის ძახილი, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, სიტყვებად დარჩება თუ ქართულ პროდუქციასა და შიდა ტურიზმზე მეტ აქცენტს არ გავაკეთებთ. ბიზნესმაც და მოქალაქეებმაც ასეთი მიდგომით უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ბოძაშვილმა.



რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა დროებით იკრძალება.


ipn





რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა
access_time2019-07-18 12:06:43
18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს. რუსთავი 2 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს...

აზიის განვითარების ბანკი - აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია

აზიის განვითარების ბანკი - აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია
access_time2019-07-18 12:00:27
აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, 2019 და 2020 წლებში განვითარებადი აზია შეინარჩუნებს მძლავრ, მაგრამ შენელებისკენ მიდრეკილ ზრდას, რადგან გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ფიქსირდება ხელსაყრელი შიდა მოთხოვნა. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ADB 2019 წელს აზიის განვითარებადი ქვეყნებისათვის...

“HUB Georgia მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას“

“HUB Georgia  მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას“
access_time2019-07-18 10:00:00
 „კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,  სერგეი ლავროვის უტიფარი განცხადება, რომელიც ულტიმატუმის ენით ესაუბრება დამოუკიდებელი სახელმწიფოს.  ფრენების აღდგენის სანაცვლოდ, ის საქართველოს მთავრობისგან გაურკვეველ დათმობებზე წასვლას და კაპიტულანტური პოლიტიკის გატარებას ითხოვს. ეს, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსა და მთლიანად რეგიონზე, რუსეთის პოლიტიკური გავლენების საერთაშორისო საზოგადოებისთვის დემონსტრირება, — აცხადებს...

„ტოიოტა ცენტრმა“ მაღალი გადასახადის გამო TAV Georgia-ს მომსახურებაზე უარი უთხრა - „სიხარულით გავდივართ ამ თანამშრომლობიდან“

„ტოიოტა ცენტრმა“  მაღალი გადასახადის გამო  TAV Georgia-ს მომსახურებაზე უარი უთხრა - „სიხარულით გავდივართ ამ თანამშრომლობიდან“
access_time2019-07-18 13:00:02
„მე უარი ვუთხარი TAV Georgia-ს მომსახურებაზე იმიტომ, რომ წარმოუდგენელია მათთან თანამშრომლობა,  კატასტროფულად მაღალი გადასახადის გადახდა ჩვენთვის გაუსაძლისი იყო. „ტოიოტა ცენტრი“  TAV Georgia-ს  თვეში 50 ათას ლარს ვუხდიდით მარტო იმაში, რომ ჩვენი ტაქსები იქ იდგა,  არაფერში არ გვეხმარებოდნენ საერთოდ. კერძო ტაქსების მძღოლები დგანან აეროპორტის შესასვლელთან და აეროპორტიდანვე მიჰყავთ...

ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე

 ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე
access_time2019-07-17 20:30:58
16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე  16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩამოსული. მიმდინარე კვირს  კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა, შემთხვევა თუშეთი-ომალოს გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მოხდა. მომხდარ ფაქტებზე, ისევე როგორც მანამდე სამუშაო პროცსის დროს გარდაცვლილ ათობით მუშის საქმეზე,  გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზად შრომის უსაფრთხოების წესების...


მსგავსი სიახლეები

up