„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის ინფორმაციით, ანაკლიას სამშენებლო ტექნიკა ტოვებს.
„გიდასტურებთ, რომ კომპანია „ვან ოორდ“ აკეთებს დემობილიზაციას და გააქვს თავისი კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა ობიექტიდან. „ვან ოორდ“-ი არის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აქციონერი და ამავდროულად კონტრაქტორი, რომელიც აკეთებდა დაღრმავების სამუშაოებს“, - უთხრა ლევან ახვლედიანმა რადიო თავისუფლებას. როგორც მან დააზუსტა, ანაკლიას ტექნიკა ხელშეკრულების შეწყვეტის გამო ტოვებს.
საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურას დაიწყებს. მთავრობა მიზეზად ასახელებს კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას.
წყარო: რადიო თავისუფლება