„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა ანაკლიის პროექტით დაინტერესებაზე დღეს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ისაუბრა. „მინდა ვთქვა რომ პროექტს დიდი ინტერესი აქვს ბევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის , ჩვენ ვუმასპინძლეთ უზბეკეთის დელეგაციას კერძოდ, ვიცე-პრემიერს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არა მარტო დასავლელი პარტნიორებისთვის, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია ეს პროექტი. კერძოდ, მათი განვითარებისთვის სატრანსპორტო ინფრასტუქტურის კუთხით დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის.
„არის ინტერესი სხვა ჯგუფების მზრიდანაც, მაგრამ არა ვიზიტის დონეზე ანაკლიაში. დელეგაციები ხშირად სტუმრობენ, მათ შორის იყვნენ შვედების დელეგაცია,ნატოს დელეგაცია იყო წინა კვირას , ინტერესი დიდია, ვცდილობთ გამოვნახოთ ინტერესთა გამოკვეთა. უახლოეს დროში სამინისტროსთანაც დავაყენებთ ყველა იმ საკითხს, რომელიც დღის წესრიგშია და ვეცდებით გამოვნახოთ გამოსავალი. ADB-სთან და EBRD-თან ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს და ინფორმაციას ამის შესახებ უახლოეს მომავალში გავაჟღერებთ. ამ ეტაპზე ინტერესები არის და ინტერესიდან საინვესტიციო კანდიდატებამდე დიდი გზაა გასავლელი , ჩვენი პროექტი საუბრებისთვის ღიაა და ყველას გავესაუბრებით“-განაცხადა ახვლედიანმა.
მარიამ მორგოშია