Левада-центр: რუსეთში ყველას დაავიწყდა 2008 წლის ომი

Левада-центр: რუსეთში ყველას დაავიწყდა 2008 წლის ომი

access_time2019-10-10 20:00:08


Sova News-ი რუსეთის ყველაზე ავტორიტეტული სოციოლოგიური სამსახურის Левада-центр-ის სოციალურ-კულტურული კვლევების განყოფილების ხელმძღვანელ ალექსეი ლევინსონთან ინტერვიუს აქვეყნებს - რატომ ვერ ლაგდება ურთიერთობები რუსეთ-საქართველოს შორის.


- გასულ წლებში თქვენ ხშირად ეკითხებოდით რუსეთის მოქალაქეებს საქართველოსადმი მათი დამოკიდებულების შესახებ. ეს თემა ნელა-ნელა ჩაანაცვლა უკრაინულმა საკითხმა. არის თუ არა დღეს საქართველო რუსეთის საზოგადოებრივი ცხოვრების დღის წესრიგში?


როდესაც საქართველო არ არის დღის წესრიგში და ეს საკითხი კარგავს პოლიტიკურ კომპონენტს ამ დროს ხალხის დამოკიდებულება ამ ქვეყნისადმი არის ძალიან კარგი.


ბევრს ლაპარაკობენ რუს ტურისტებზე საქართველოში, იმაზე თუ როგორ ხვდებიან მათ თბილისში და ბათუმში, თუმცა ეს არ ნიშნავს მაინც და მაინც სიყვარულს - ამ ადამიანებს უყვართ კარგი დასვენება და საქართველო მათ ამას სთავაზობთ. ის, რასაც ისინი ხედავენ საქართველოში მათ აკმაყოფილებთ. სულ ესაა.


ხოლო იმ დროს, როდესაც ოფიციალური პროპაგანდას გამოჰყავს საქართველო როგორც მტერი, რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობაც ასე მიიჩნევს. აქედან გამომდინარე დამოკიდებულებაც მისდამი უარესდება.


თანაც, ამ შემთხვევაში იდეა მარტივია, ისევე, როგორც ბალტიის ქვეყნებს და პოლონეთთან დაკავშირებით - მათ უკან დგას ამერიკა, რუსეთის მტერი.


კიდევ ერთი რამის თქმა შემიძლია - როგორც ჩანს, რუსეთში ყველას, სრულიად დაავიწყდა 2008 წლის ომი. ჩეჩნურ ომთან დაკავშირებით სულ სხვაა - ბევრს გულის სიღრმეში აქვს შეგრძნება, რომ მოსკოვი არ იყო ამ ომში ბოლომდე სამართლიანი.


თუმცა, ეს გრძნობა იფანტება იმის გამო, რომ ჯერ ერთი დრო მიდის და მეორეც - საქმეში შედის რუსული პატრიოტიზმი - ჩვენ მართლები ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ.


რაც შეეხება საქართველოს, რუსების უმეტესობისთვის იდეა, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია - საერთოდ არ არსებობს. მეტსაც გეტყვით - წესიერად არც იციან რა მოხვდა. რომ ჰკითხო - აღიარებენ თუ არა ოკუპაციის ფაქტს, შეიძლება გიპასუხონ - „ხო, ალბათ“, ან მერე იტყვიან, რომ ომი საქართველომ დაიწყო.


მოკლედ, დღეს ეს საკითხი ძალიან შორსაა რუსეთის მოსახლეობის ინტერესებისგან.


გასაკვირია, თუმცა, რაღაც მომენტში შესაძლებელი გახდა რუსებში ნამდვილი ანტიქართულო განწყობების გაღვივება - 2008 წელს. ზოგჯერ ეს იყო გულწრფელი ზიზღი, ზოგჯერ კი - დროებითი. ეს იყო უბრალოდ ტრენდი - დღეს, ცოტა ხნით, ამა თუ იმ მიზეზით, არ გვიყვარს ქართველები.


ეს იყო ანტიქართული განწყობების ეპიზოდური ამოფრქვევა, რომელიც დღეს უკვე დიდი ხნის დავიწყებულია.


დღეს ალბათ ეს განწყობები არ არის. მეტიც - ქართველები აღარ არსებობენ რუსული ფოლკლორიში და ანეკდოტებში, იმიტომ რომ ქართველები გაქრნენ რუსეთის ბაზრებიდან - როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით.


შემიძლია ვთქვა, რომ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ აღიქმებოდა გარკვეულწილად სიცილით, იმდენად სამარცხვინო-კომიკური საშუალებებით ხდებოდა მათი შემოღება.


დღეს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ნელ-თბილია - 3-4 გრადუსით. ეს არაა ცოტა - რუსები ასე აღიქვამენ მხოლოდ ბელორუსიას.



ნუ ეძებთ სიყვარულს რუსებისგან. ვფიქრობ, საქართველოში მოიძებნება ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად უყვართ რუსეთი - რუსებისთვის კი რომელიმე ერის სიყვარული საერთოდ არაა დამახასიათებელი.


ის კი არა, რომ ქართველები არ უყვართ - არ უყვართ ინსტრუქციის მოხედვით, განრიგით, იმიტომ, რომ ასეა საჭირო. საბოლოო ჯამში, უყვართ საკუთარი თავი.


- როგორი იყო რუსული საზოგადოების რეაქცია გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენებზე?


რუსეთში რეზონანსი გაცილებით უფრო მცირე იყო - დაახლოებით როგორც „ისევ რაღაცა ანტირუსულს აკეთებენ“. ვინც ცოტა უფრო მეტად ერკვევა საკითხში იტყოდა „ამ კაცს ზედმეტი მოუვიდა“, „გააგზავნეს თბილისში ვიღაცა, ვისაც არ ესმის რა ხდება“, „ხო, გასაგებია, თუმცა, რა საჭიროა ამხელა ხმაური“.


რუსული შეგნება ვერ აღიქვამს მომხდარს, როგორც ქართველების შეურაცხყოფას.


როგორია რუსების დამოკიდებულება ე.წ. აფხაზეტთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ?


ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ არანაირი დამოკიდებულება არ არსებობს, საერთოდ. აფხაზეთი განიხილება, როგორ რაღაც მე-3 ან მე-4 კატეგორიის კურორტი. ვინც იქ იყო - ყველა ჩამოდის აღშფოთებული - „რა მოუვლელია იქაურობა“.


აქ საქმე გვაქვს ძველ მეხსიერებასთან - სოხუმი, ზღვა, სუბტროპიკები.


- რას ფიქრობენ რუსები ფულზე, რომელმაც მოსკოვი ხარჯავს სეპარატისტების მხარდაჭერაზე?


არაფერს. ლოზუნგი „გვეყოს კავკასიის რჩენა“ - არ ეხება აფხაზეთს და ე. წ. სამხრეთ ოსეთს, აქ საუბარია ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებზე, სადაც რუსეთი ხარჯავს გაცილებით მეტს.


თანაც, ბევრი სხვა, უფრო მკვეთრი გამაღიზიანებელიც არსებობს - მაგალითად ის, რომ მოსკოვში უკვე მეოთხედ აგებენ ქვაფენილს. ხალხს ეს უფრო მეტად აღიზიანებს, ვიდრე ის, რომ ფული სადღაც მიდის. თანაც ეს აღიქმება როგორც საზღვრის გამაგრება - „ეს ხომ ჩვენი საზღვარია, ესეგი უნდა გავამაგროთ“.


- გამოდის, რომ რუსეთის ხელისუფლების გზავნილი, რომ ნატო გვიახლოვდება საქართველოს მეშვეობით  მუშაობს?


კი, ეს ძალიან ცხარე თემა, ნატო ჭიშკართანაა. ამავე დროს ჩინეთი, რომელიც რუსეთზე გაცილებით ძლიერია, თუ არ ჩავთვლით ბირთვულ იარაღს, საერთოდ არ განიხილება, როგორც სამხედრო საფრთხე.


აი ნატო კი საშიშია და საქართველოს უკანაც ამერიკა დგას - ეს ყველას ახსოვს. სომხეთის უკან არ დგას, საქართველოს უკან - კი.


როგორც პოლიტიკის ნაწილი - ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უარყოფითი, თუმცა, ყოფით დონეზე თითქმის არ მოქმედებს და პირიქით - ყველაფერი კარგადაა.


თუ დაწერ - „აქ ქართული სამზარეულოა“ - ამით მიიზიდავ ადამიანებს და არა პირიქით. ებრაელური სამზარეულო - გაუგებარია, მაგალითად, უზბეკური - მოყვარულებისთვისაა, ხოლო ქართული - უპირობო პოზიტივია.


შეიძლება ეს ცოტათი შეურაცხმყოფელად ჩანს, თუმცა, ასეთია მასების სენტიმენტები, ეს ფაქტია.


- რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანები გახდნენ უფრო გახსნილები ინფორმაციის ალტერნატიული წყაროებისადმი?


ეს ინტერესი დღესაც არსებობს, განსაკუთრებით ინტერნეტ-მომხმარებლებს, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი საიტის მოძიება.


ასე იყო უკრაინასთან მიმართებით, ჩვენ ეს დავადგინეთ - ძალიან ბევრი აქტიური ინტერნეტ-მომხმარებელი ღებულობდა ალტერნატიულ ინფორმაციას სხვადსხვა საიტებიდან.


თუმცა, აქ ჩნდება პრობლემა - თუ რეალობა აღმოჩნდება არა ისეთი, როგორც მათ უნდათ, ეს იწვევს დისკომფორტს. ეს არაა ადვილი - იყო შინაგანად დისიდენტი.


ასე იყო უკრაინის მიმართ, ალბათ საქართველოსთანაც. მთლიანობაში, რუსეთში იზრდება სამყაროსთვის გახსნილი ადამიანების რაოდენობა, პირველ რიგში, ახალგაზრდების ხარჯზე. ეს ბუნებრივი პროცესია, რომელსაც ვერც შეაჩერებ, თუმცა ვერც დააჩქარებ.


- რაც შეეხება პუტინის ლეგენდარულ რეიტინგს - არის თუ არა დღეს მისი შემცირების ტენდენცია?


არა, ეს მცდარი აზრია. პუტინის რეიტინგი კლებულობდა ერთი წლის წინ. ერთი თვის მანძილზე, როდესაც ის გამოვიდა საპენსიო ასაკის ზრდის ინიციატივით. ეს იყო ძლიერი დარტყმა, რის გამოც მისი რეიტინგი შემცირდა 61%-დე. შედგეგ ის მერყეობდა 63-64%-ს ფარგლებში, ბოლო მონაცემებით - გამყარდა 60-დან 70%მდე.


მოსახლეობის ორი მესამედი სიმბოლურად ერთიანდება ამ ცენტრის ირგვლივ. ეს არაა მისდამი სიყვარული, ან პიროვნების კულტი. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვისაც ის გულწრფელად უყვართ, თუმცა, ისინი არ ქმნიან მასას.


ეს უნდა გვესმოდეს - ეს არაა პოპულარობა ჩვეულებრივი გაგებით. ეს არის ადამიანების შეკავშირების და კონცენტრირების სურვილი. ეს არის როგორც შეკითხვა „გიყვარს თუ არა რუსეთი?“.


რუსეთს აქვს ასეთი სიმბოლიკა. როგორც ამბობენ „გვირგვინისადმი ერთგულება“. ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა ვინ ატარებს ამ გვირგვინს...



Sova.news





ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...

ლევან კობერიძე ქართული ოცნების ვაკის კანდიდატს კიდევ ერთხელ იწვევს დებატებში

ლევან კობერიძე ქართული ოცნების ვაკის კანდიდატს კიდევ ერთხელ იწვევს დებატებში
access_time2020-10-29 12:40:36
პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“ ლევან კობერიძე ქართული ოცნების ვაკის კანდიდატს კიდევ ერთხელ იწვევს დებატებში. „გუშინ მესიზმრა: შუაგულ ვაკეში ყვითელ მაგიდასთან ვიჯექი და ვაკის სამაჟორიტარო ოლქში ხელისუფლების კანდიდატთან დებატებისთვის ვემზადებოდი. ის კი, ტრადიციულად, არსად ჩანდა. ამ სიზმარში ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ის ცოტა სურეალისტურად, თუმცა რეალობას აღწერს:...

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ტელეკომპანია პირველის გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასული ცრუ და ცილისწამებლური სიუჟეტის შესახებ

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ტელეკომპანია პირველის გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასული  ცრუ და ცილისწამებლური სიუჟეტის შესახებ
access_time2020-10-29 11:20:52
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ და ,,პურის მცხობელთა ასოციაციის’’ განცხადება გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ცრუ და ცილისმწამებლური კამპანიის პასუხად, რომელიც ახლა უკვე მიმართულია კერძო სექტორის და ჩვენი წევრების წინააღმდეგაც. 2020 წლის 24 ოქტომბერს, ტელეკომპანია პირველის ეთერში...

განვითარებისთვის აუცილებელია კოალიციური მთავრობა, სადაც იქნება შეჯიბრი სწორი გადაწყვეტილებებისთვის

განვითარებისთვის აუცილებელია კოალიციური მთავრობა, სადაც იქნება შეჯიბრი სწორი გადაწყვეტილებებისთვის
access_time2020-10-29 13:00:13
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ოთხი წლის წინ, 2016 წელს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალური კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას დაპირდა. თუმცა, მმართველობიდან ოთხი წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა, საქართველოში ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება.   ამჯერად „კომერსანტი“ ბიზნესმენების მოსაზრებით დაინტერესდა, თუ როგორ აისახა მმართველი...

„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა

„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა
access_time2020-10-29 11:13:24
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საავიაციო კომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ სამომავლოდ, საქართველოში ფრენების აღდგენას. „ოპტიმისტურად აფასებენ საავიაციო კომპანიები მომავალში საქართველოში ფრენის და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, ეს მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ...


მსგავსი სიახლეები

up