ლეშეკ ბალცეროვიჩი - „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით თქვენ, ფაქტობრივად,  ევროკავშირის ერთიანი ბაზრის წევრი დე-ფაქტო გახდით

ლეშეკ ბალცეროვიჩი - „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით თქვენ, ფაქტობრივად, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის წევრი დე-ფაქტო გახდით"

access_time2020-02-26 14:56:16

„ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირში საერთო ბაზარია. ამ ხელშეკრულებაში შესვლით, თქვენ ფაქტობრივად, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის დე-ფაქტო წევრი გახდით. ეს საქართველოს საშუალებას აძლევს, გაზარდოს ექსპორტი, რაც ეკონომიკისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი პოზიტიური ბიძგია და მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული", - აღნიშნა ლეშეკ ბალცეროვიჩმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.


ღონისძიების პანელური სესიის ფარგლებში დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ბაზრის რეგულირების კუთხით და რა უნდა გააკეთოს საქართველომ საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის გასაზრდელად, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი და პოლონეთის ყოფილი ვიცე პრემიერი პასუხობს, რომ ქვეყანა ფრთხილი უნდა იყოს ევროპული რეგულაციების ტრანსპოზიციის თვალსაზრისით. „პოლონური გამოცდილებიდან მახსოვს, რომ როდესაც ვიღებდით ევროპული რეგულაციების მოთხოვნებს, ზოგიერთი სამინისტრო ზედმეტის გაკეთებას ცდილობდა. აქ უნდა ვიყოთ ფრთხილად, გააკეთეთ ის რაც რეალურად საჭიროა და მეტი არა", - აცხადებს ბალცეროვიჩი.


სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, პროფესორმა ეკონომიკური ზრდის ძირითად წინაპირობად ხანგრძლივი მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება დაასახელა და ის ფუნდამენტური საკითხები გამოყო, რაც ქვეყანას ეკონომიკური წარმატების მისაღწევად ესაჭიროება. „ეკონომიკური ზრდის ძირითადი წინაპირობა ხანგრძლივი მაკროეკონომიკური სტაბილურობაა, რადგან, ეს საშუალებას აძლევს ქვეყანას, თავი აარიდოს სწრაფ ვარდნას და ზრდას, ფისკალურ ბუმს როგორც ეს საბერძნეთშია, ასევე საკრედიტო ბუმს - ეს ძვირი ჯდება, როგორც ესპანეთის ან ირლანდიის გამოცდილებამ გვაჩვენა. ასე რომ, მრავალი ქვეყნის გამოცდილების მაგალითზე, ძალიან მნიშვნელოვანია სამი ფუნდამენტური საკითხი: პირველი: თავისუფალი ბაზარი, ღია ეკონომიკა, საბაზრო ეკონომიკა, ინტენსიური კონკურენცია, მეორე: კანონის უზენაესობა, რაც პრაქტიკაში ნიშნავს, რომ ისეთი ინსტიტუციები, როგორიცაა პროკურატურა, პოლიცია, მოსამართლეები უნდა იყვნენ პროფესიონალები და დამოუკიდებელი ყველა პოლიტიკური ან ბიზნეს ძალისგან. მესამე: მცირე, კომპეტენტური და პატიოსანი ადმინისტრაციები", - განაცხადა პოლონეთის ყოფილმა ვიცე პრემიერმა.







30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...

„სებ-ის ინტერვენციას ასეთი დიდი მოცულობის რეფინანსირების სესხების გაცემის ფონზე, აზრი არ აქვს“

„სებ-ის ინტერვენციას ასეთი დიდი მოცულობის რეფინანსირების სესხების გაცემის ფონზე, აზრი არ აქვს“
access_time2020-03-31 10:00:10
გასული ორი კვირის განმავლობაში, ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 100 მილიონი დოლარი გაყიდა, ანუ მიმოქცევიდან  დაახლოებით 350 მილიონი ლარი ამოიღო. თუმცა, ამის პარალელურად  12 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით მიმოქცევაში დამატებით 5 მლრდ. ლარზე მეტი (12 მარტს - 1.7 მილიარდი ლარი; 19 მარტს - 1.850 მილიარდი ლარი; 26 მარტს - 2.420 მილიარდი ლარი) ჩაუშვა ე.წ. რეფინანსირების სესხების სახით. „კომერსანტი“ დაინტერესდა,...

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა
access_time2020-03-30 17:10:10
საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, –...

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს
access_time2020-03-30 17:00:36
„დააპაუზე უფასოდ“ - ამ სახელით ინტერნეტსივრცეში შექმნილი სამართლებრივი სივრცე მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარებას. იდეის ავტორი, ადვოკატი მარიკა არევაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე ათეული სხვადასხვა პრობლემის შესახებ იღებენ შეტყობინებას და მათი მხრიდან ხდება ხალხის დაკვალიანება იურიდიული კუთხით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ფორსმაჟორულ სიტუაციაში იჯარის, სესხების თუ კომუნალურებთან დაკავშირებული გართულებების...

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი
access_time2020-03-30 18:00:42
 „წარმოება არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ბაზარზე  მოთხოვნა  სტაბილურად არსებობს, რომელსაც ვაკმაყოფილებთ“- ამის შესახებ „კომერსანტს“ პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წარმოების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და კომპანიაა 15 სახის პროდუქციას წარმოებას ისევ აგრძელებს.   „როგორც საგანგებო...


მსგავსი სიახლეები

up